სიკვდილი პირდაპირ ეთერში – რუსი ბლოგერი მეგობარ გოგოს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი აივანზე შიშველი გააგდო (ვიდეო)

მოსკოვში რუსი ბლოგერი, სტანისლავ რეშეტნიაკი დააკავეს და მას 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ბლოგერს მეგობარი გოგოს, ვალენტინა გრიგორიევას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, რომელსაც ერთ-ერთი “ლაივის” დროს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ყინვაში, აივანზე შიშველი გააგდო.
გოგონას თავზე მძიმე დაზიანება ჰქონდა და ჰემატომა განუვითარდა, სასწრაფოს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
“მეგობრებო, მგონი, ის მოკვდა” – ასე მიმართა ბლოგერმა მაყურებელს. შემდეგ სასწრაფო გამოიძახა, თუმცა, გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. რეშეტნიაკმა პირდაპირი ეთერი მხოლოდ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც პოლიცია მივიდა.
ბლოგერის ვიდეოები ინტერნეტსივრციდან წაიშალა და მას პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები