ახალი რელიგია, რომელიც მეცნიერებასა და ნარკოტიკებს მოიცავს — Neuralink-ის თანადამფუძნებლის იდეა

მაქს ჰოდაკი, რომელმაც ილონ მასკთან ერთად Neuralink დააფუძნა, სრულიად ახლებურ რელიგიაზე საუბრობს.
“სულ უფრო მჯერა, რომ მალე ახალი რელიგია გამოჩნდება.” — უთხრა მან Forte Labs-ის დამფუძნებელს, ტიაგო ფორტესს.
სმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ ის უკვე ათეული წელია რაც ათეისტია, მაგრამ ახლა ისევ რელიგიაზე ფიქრობს. ის ეძებდა რეკომენდაციებს რელიგიისთვის, რომელიც პატივს სცემს მეცნიერებას, ზრუნავს არაპრივილეგირებულებზე და არ არის “ევანგელისტური ან პოლიტიკურად აქტიური”.
სწორედ ამას მოჰყვა ჰოდაკის იდეა — ახალი რელიგია, რომელიც მეცნიერებას და მათემატიკას მოიცავს. ხოლო სპირიტუალური მიზნებისთვის “მორწმუნეები” აიოვასკას და LSD-ს გამოიყენებენ.
Neuralink-ის თანადამფუძნებლისგან, რომელიც ჩვენს ტვინზე “წვდომას” ითხოვს და მისი კომპიუტერებთან დაკავშირება სურს, მსგავს რელიგიაზე საუბარი ცოტა უცნაურია.
ჰოდაკის თქმით, მსგავსი რელიგია ადამიანებს პრაქტიკულ ცოდნასა და მორალს შესთავაზებს. ხოლო სულიერებისთვის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს გამოიყენებენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰოდაკი უცნაურ კონცეპტებზე საუბრობს. ერთი კვირის წინ, მან ვიდეოთამაშების მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა — “ვიდეოთამაშები ისე ვითარდება, რომ მისთვის სახელის გადარქმევა მოგვიწევს.”
როგორც ჩანს, ჰოდაკს ტექნოლოგიური პროგრესის სულიერების ტრადიციულ ფორმებთან შეთავსება სურს და სჯერა, რომ ტექნოლოგიებმა შეიძლება საერთოდ ახლებური რელიგიები გააჩინოს. ერთი შეხედვით, ეს რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

წყარო: Futurism

კომენტარები

სხვა სიახლეები