“თესეა” ერთ-ერთი პოპულარული სერიალია, რომლის სახელწოდებაც გამოგონილი ქალაქია. სიუჟეტი ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებაზეა, რომელიც ბავშვობის ქალაქში, ბებიასთან მიდის და გადაწყვეტს, ამ პატარა ქალაქის თეატრში ”ვეფხისტყაოსანი” მიუზიკლად დადგას .
ბევრმა არ იცის, სადაა გადაღებული გამოგონილი ქალაქი – “თესეა”, რადგან მოქმედებები იდუმალ, ძველებულ გარემოებებში ხდება.
სერიალის ,,ფეისბუქის,, გვერდზე ქვიზი გამოქვეყნდა, საიდანაც ყველა მოქმედების ადგილმდებარება მითითებულია.
როგორც ქვიზიდან გაირკვა, ,,თესეას,, სცენები, ძირითადად, სენაკში, ფოთში, რუსთავსა და გორშია გადაღებული. პერსონაჟ ესმას სახლი ფოთში, ნინიკოს სახლი კი რუსთავში გადაიღეს. ასევე, გადაღებები მიმდინარეობდა ორბეთის ტყეშიც, სადაც სპექტაკლის სცენებია. რაც შეეხება გამოგონილ ქალაქ “ლაკონას” – სინამდვილეში, ეს სოფელი ასურეთია.
Next Post
სხვა სიახლეები