რატიანი მედდის გარდაცვალების დღეს იხსენებს – “იმ წუთებში როდესაც გავსიჯნე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა”
“პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” ხელმძღვანელი ლევან რატიანი, მედიკოს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების დღეს იხსენებს.
როგორც “რუსთავი ორის” ეთერში მან განაცხადა, მედდის მდგომარეობა, კლინიკაში მოთავსების დროიდან მძიმე იყო.
“როცა პაციენტი ვნახე, ეს იყო სამ ბალიანი კომა. სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში როდესაც გავსიჯნე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა” – აღნიშნა რატიანმა.
მეგი ბაქრაძე 19 მარტს “ასტრაზენეკას” აცრის გართულების შემდეგ გარდაიცვალა.