“ნუ დაგვაშორებთ ერთმანეთს…მპოვნელი დაჯილდოვდება 200$- ით”- ემოციური მიმართვა

სოციალურ ქსელში თემურ მახარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელმაც ბათუმში ძაღლი დაკარგა.
“მეგობრებო, არ მინდა ვიფიქრო როგორ არის ჩემი რიჩი. ძალიან მშიშარა იყო, წვიმის და ქარის ხმაზე ბალიშის ქვეშ იმალებოდა, გულის აჩქარება და ცახცახი ეწყებოდა, ჩემს ლოგინში გაიზარდა, სპეციალური კვება სჭირდება. როგორც კი სხვა რაიმეს შეჭამდა, ფაღარათი და ღებინება ეწყებოდა, რის დროსაც ექიმის ჩარევა ხშირად ხდებოდა საჭირო.
ამ ყველაფრის შესაბამისად, გთხოვთ ვინც იპოვეთ ჩემი რიჩი, ის არც ეზოს ძაღლად გამოგადგებათ და არც გასამრავლებლად, კასტრირებულია. გთხოვთ დამიბრუნოთ, უჩემოდ მზრუნველობის გარეშე დაიღუპება. ცხოველთმოყვარულს არამგონია მისი დაღუპვა გინდოდეთ, თუ არ ხართ ცხოველთმოყვარული, მითუმეტეს არაფერში გჭირდებათ ძაღლი. თუკი გამოჩენა არ გინდათ, ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე ლიმონათების ქარხანა “სამოთხესთან”(რომელიც ჩემს სახლთან ახლოსაა) ჩუმად დატოვეთ, ან ანონიმურად დამიკავშირდით, აიღეთ ჯილდო და გეფიცებით სახეზეც კი არ შემოგხედავთ.
რიჩი ახლა არის 1 წლის და 3 თვის, არის შავი, არ არის მსუქანი, გულზე აქვს რამოდენიმე თეთრი შეუმჩნეველი ბეწვი, მხოლოდ ახლოდან თუ შეამჩნევთ.
მპოვნელი დაჯილდოვდება 200$- ით, ანონიმურობა იქნება დაცული.
ჩემი ნომერია – 577 23 42 42
ნუ დაგვაშორებთ ერთმანეთს, რიჩი ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებს. ნუ გაწირავთ სასიკვდილოდ.”

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები