რაში მდგომარეობს სიყვარულის საიდუმლო და როგორ უნდა მომართონ ენერგია სწორად ქალმა და მამაკაცმა ჰარმონიული ურთიერთობისთვის

“ორი პიროვნების შეხვედრა ქიმიური ნივთიერებების კონტაქტს ჰგავს, თუკი რეაქციაში შევიდნენ ერთმანეთთან, ორივე ტრანსფორმირდება.”–იუნგი.
ურთიეთობებს ქალსა და მამაკაცს შორის სერიოზულად შეუძლიათ შეცვალონ ერთმანეთის ბედი, ლაპარაკია მათი ცხოვრების კარდინალურ შეცვლაზე.
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ენერგიის ურთიერთგაცვლა უკვე იწყება მაშინ, როცა მათი მზერები გადაიკვეთება, რომ არაფერი ვთქვათ მათ შორის უკვე ინტიმური ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში.
მამაკაცის ენერგია–ესაა ენერგია იდეებისა და მიზნებისა, ხოლო ქალის–ენერგია ესაა მიზნების მიღწევის ძალა და სიყვარული.
მიზნების მიღწევისთვის საჭიროა ძალა, ეს ენერგია კი მამაკაცმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ ქალისგან, ამიტომ ქალი წარმოადგენს ერთგვარ ენერგიის მარაგს, კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ვის და როგორ აძლევს ქალი ენერგიას? ვისთან აქვს ურთიერთობა? თუ ქალს ოჯახს გარეთ ურთიერთობები უყალიბდება სხვა მამაკაცთან, მაშინ იგი ქმრის მაგიერ სხვას აძლევს ენერგიას და ოჯახიც ინგრევა.
დაბადების მომენტიდან ბიჭს ენერგიით, სიყვარულით ამარაგებს დედა, მას შეიძლება ,,ეხმარებოდეს” დაც, შემდგომ პირველი სიყვარული. მამაკაცი ქვეცნობიერად ყველა ქალში ეძებს ენერგიის წყაროს, რომელიც ,,დამუხტავს” მას, გაზრდის მასში აქტიურობის ძალას თავისი მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე. ქალი კი პასუხისმგებელია იმაზე, ვის აძლევს თავის განძს–ენერგიას, ვის იცავს ამით.
რაც უფრო სუფთაა სულიერად ქალი, სავსეა სიყვარულით, მით უფრო ძლიერია მისი ენერგეტიკული პოტენციალი და მით უფრო წარმატებულია მისი რჩეული მამაკაცი და ბედნიერია ოჯახი.
მამაკაცი–იგი მხოლოდ მანქანაა, მაგრამ რა შეუძლია მანქანას საწვავის გარეშე? ზუსტად ქალი გვევლინება საწვავად მთელი ოჯახის კეთილდღეობისათვის.
ყველაზე ძლიერად ენერგეტიკული ურთიერთქმედება ქალსა და მამაკაცს შორის მიმდინარეობს ინტიმური ურთიერთობების დროს, განსაკუთრებით როცა ამას სიყვარული უდევს საფუძვლად; ამ დროს ენერგიის ურთიერთ გაცვლა მიდის სულიერ, ფიზიკურ, ემოციონალურ და მენტალურ დონეებზე. კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ძალიან ძლიერია, და სინერგიის ეფექტიც 100–200-300% და მეტით შეიძლება გაიზარდოს.
თუ ოჯახური წყვილიდან რომელიმე ურთიერთობაში შედის სხვა პარტნიორთან, ენერგო-ინფორმაციულ დონეზე წყვილის საერთო ენერგია გაედინება მესამე ადამიანთან, წყვილის ენერგეტიკა ირღვევა, რაც აისახება უკვე მათ ურთიეთობებზეც:–იწყება კონფლიქტები, გაუგებრობა, სიცივე–რის შემდეგ ურთიერთობები საბოლოოდ ინგრევა.
ღალატის დროს ადამიანები ქვეცნობიერ დოზე გრძნობენ ენერგიის დაკარგვას, და იწყება ეჭვიანობა, მრისხანება, წყენა,რომლის ახსნასაც ისინი ვერ ახერხებენ მანამ, სანამ დამატკიცებელი საბუთები არ გამოჩნდება.
ჰარმონიული ურთიერთობების დროს მამაკაცი, რომელიც ქალის ენერგიით აღწევს თავის მიზნებს, არის წარმატებული, ყოველგვარი ,,გარედან” ძალდატანების გარეშე გრძნობს, რომ საყვარელ ქალს უნდა,,დაუბრუნოს” ,,ვალი” მატერიალურ დონეზე:–საჩუქრებით, ზრუნვით, ფიზიკური ძალით, გაანებივროს იგი, რომელიც იქნება ექვივალენტური მიღებული ენერგეტიკული დახმარებისა. ბედნიერი ქალი კი კიდევ უფრო მდიდრდება ენერგიით და უფრო მეტ რაოდენობას ახმარს საყვარელ მამაკაცს… და ასე, დაუსრულებლად…
ზუსტად ესაა სიყვარულის საიდუმლო–ის იზრდება და ყოვლისშემძლე ხდება. ჰარმონიულ წყვილში არ არსებობს მთავარი და დაქვემდებარებული, ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან, ავსებენ ერთმანეთს, რასაც ორივესთვის მოაქვს საუკეთესო ნაყოფი.
თუ წყვილიდან ერთ-ერთი იწყებს ზემოდან ყურებას, გაბრაზებას, ან სხვაგვარი საქციელით იწყებს გამოსვლას ურთიერთობათა ჯაჭვიდან, ჯერ ერთ მათგანს ექმნება პრობლემები, შემდეგ– მეორეს. ხშირად მიზეზი ეგოიზმია, რაც გულისხმობს, რომ ცხოვრებიდან უნდა ყველაფერი მიიღო, ამაში კი ბევრი გულისხმობს სექსუალური პარტნიორების სიმრავლეს–განსაკუთრებით მამაკაცები.
სიყვარული ხშირად არასწორად წარმოუდგენიათ, ბევრი სასიყვარულო პარტნიორი ადამიანის მიკროფლორაზეც კი უარყოფითად მოქმედებს.
მთავარი მაინც ქალია, ოჯახი დგას ქალზე. თუ იგი სავსეა სიყვარულით, მას ყველაფერი შეუძლია. მას შეუძლია მისცეს ძალა ქმარს და შვილებს თვითრეალიზაციისთვის, თანაც სრულიად ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე. მამაკაცზე კი დამოკიდებულია ის, თუ რა არის მისი მიზნები და სად მიიყვანს ისინი.
ასე, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე ქალებზე და მამაკაცებზე, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე.
წყარო: /magma.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები