ტყუპების დაბადება ეს ორმაგი სიხარულია, ასევე ორმაგი შრომაა საჭირო მათ გასაზრდელად. ტყუპების დაბადება ახლა არც ისეთი იშვიათი მოვლენაა, როგორც ეს ადრე იყო. ითვლებოდა, რომ ტყუპები მხოლოდ მათ შეიძლებოდა ჰყოლოდათ, ვისაც ეს გენში აქვს, მაგრამ დროის ცვალებადობასთან ერთად ეს ტენდენციაც შეიცვალა. ახლა ქალები 30 წლის შემდეგ მშობიარობენ, რაც უფრო კარგი ასაკია ტყუპების გასაჩენად. აგრეთვე ითვლება, რომ ხელოვნური განაყოფიერების შედეგად უფრო მეტი ტყუპი იბადება. ვნახოთ, რომელ ვარსკვლავებს გაუმართლად ორმაგად.
მერაია ქერიმ 2011 წლის 30 აპრილს გააჩინა ე.წ. სამეფო ტყუპი, ანუ ერთი ტყუპი ბიჭია, ხოლო მეორე გოგო. მოროკან სკოტი და მონრო კენონები.
2010 წლის 24 ოქტომბერს მომღერალმა სელინ დიონმა ტყუპები ედი და ნელსონი გააჩინა.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2008 წლის 12 ივლისს ნოკს ლეონისა და ვივიენ მარშელინის მშობლები გახდნენ.
2008 წლის 22 თებერვალს ჯენიფერ ლოპესმა მარკ ენტონისაგან ტყუპები – მაქსი და ემი გააჩინა.
2007 წელს 45 წლის ასაკში მსახიობმა მარსია კროსამ ტყუპები სავანა და იდენი გააჩინა.
2006 წლის 26 დეკემბერს რეპერ პი დიდისა და მის მეგობარ გოგონას კიმ პორტერს ტყუპი გოგონები დილაილა სტარი და ჯესი ჯეიმსი შეეძინათ.
რიკი მარტინი 2008 წლის აგვისტოში ტყუპი ბიჭების მამა გახდა. ვალენტინო და მატეო სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდნენ.
დაორსულების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჯულია რობერტსმა გადაწყვიტა ხელოვნური განაყოფიერებისთვის მიემართა და 2004 წლის 28 ნოემბერს გოგონა-ჰეიზელ პატრიცია და ბიჭი-ფინეუსა უოლტერი დაიბადნენ.
მსახიობი ჩარლი შინი უკვე ხუთი ბავშვის მამა, მისმა მეუღლემ 2009 წლის მარტში 31 წლის ბრუკ მიულერმა ტყუპები გააჩინა.
სუროგატი დედის დახმარებით 2009 წლის 22 ივლისს ტყუპი გოგონების დედა გახდა სარა ჯესიკა პარკერი. გოგონებს სახელად მარიონ ლორეტი ეველინი და ტაბიტა ხოჯ ბროდერიკი დაარქვეს.
2007 წლის 1 თებერვალს მსახიობ პატრიკ დემპსის და მის ცოლ ჯილიანს ტყუპები დარბი გადენი და სილვიან პატრიკი დაარქვეს.
2001 წელს 61 წლის ასაკში ალ პაჩინო ანტონის და ოლივიას მამა გახდა.
მელ გიბსონის მრავალ შვილს შორის ტყუპები ედვარდ და კრისტიანიც არიან, რომლებიც 1982 წელს არიან დაბადებულები.
მარგარეტ ტეჩერი 1951 წელს მარკის და კეროლის დედა გახდა.
1981 წლის 25 ნოემბერს ჯორჯ ბუშს შეეძინა ტყუპი გოგონები, რომლებსაც ბებიების ბარბარასა და ჯენას საპატისაცემულოდ დაარქვეს სახელები.