ჩინეთში, 25 წლის ქალი ნაღრძობი კოჭის გამო კლინიკაში მივიდა, სადაც ექიმებმა გარკვეული ანალიზების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ის კაცია.
www.globaltimes. ის თქმით ექიმებმა სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ქალს არ აქვს საშვილოსნო და საკვერცხეები, ხოლო სასქესო ორგანოები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა ახალგაზრდა ქალის ორგანიზმში აღმოაჩინეს მამაკაცის Y-ქრომოსომა, რის საფუძველზეც ექიმებმა დაასკვნეს, რომ პინპინი ბიოლოგიურად და გენეტიკურად მამაკაცია.
დეტალური გამოკვლევების შემდეგ, ექიმებმა ქალს თანდაყოლილი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რაც შესაძლოა ოჯახში ნათესავებს შორის ქორწინების შედეგი იყოს.
ჩინელ ქალს ურჩიეს ფსიქოლოგთან კონსულტაცია.