კიმ კარდაშიანის შეცდომები, ანუ როგორ არ უნდა ჩაიცვან მრგვალი ფორმების მქონე გოგონებმა (ფოტოკოლაჟი)

კიმ კარდაშიანი სხეულის მრგვალი ფორმებით გამოირჩევა, თუმცა მისი სტილი ჩამორჩება იმ იდეალს, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები იდეალურად მიიჩნევენ. კიმი ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ საკმაოდ გასუქდა. ამის მიუხედავად ვარსკვლავი ისეთ ტანისამოსს ირჩევს, რომელიც უფრო კვეთს მისი სხეულის ნაკლს. ასე რომ, ჩვენ გაჩვენებთ სურათებს, სადაც კარგად ჩანს, როგორ არ უნდა ჩაიცვან მრგვალი ფორმების მქონე გოგონებმა.
კიმის უგემოვნობას ხშირად ვხვდებით სხვადასხვა მოდის კვირეულებზე თუ ოსკარის დაჯილდოებებზე. 2015 წლის ოსკარზე კიმის ჩაცმულობა აღიარეს, როგორც ყველაზე უგემოვნო. ამ ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს კიმის ქმარი კაენი უესთი, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა Adidas Original-თან და სულ ახლახანს ფართო აუდიტორიის წინაშე კოლექციაც წარმოადგინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები