“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი “ჯაფარასთან” გახსნა. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.
მისივე ინფორმაციით, ბარი შეზღუდვების მიუხედავად ღამის საათებშიც იმუშავებს.