რიანას სტილის ცვალებადობა 10 წლის განმავლობაში (ფოტოკოლაჟი)

 რიანა 2005 წელს გამოჩნდა ტელე-ეკრანებზე, როდესაც ის ჯერ კიდევ 17 წლის იყო. გრძელი ყავისფერი ნაწნავებითა და საყვარელი გარეგნობით, ის სიყვარულზე მღეროდა და ტაქტში თეძოებსაც ამოძრავებდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ის ნამდვილი R’N’B-ი გახდებოდა.
2006 წლიდან რიანამ დაიწყო იმიჯის შეცვლა. მისი გამოსვლები უფრო სექსუალური და გამომწვევი გახდა, მაგრამ მისი შესრულების მანერა და ჟანრი არ შეცვლილა.
ერთი წლის შემდეგ უკვე ნათლად ჩანდა მისი გარდასახვა, მან გრძელი თმა შეიჭრა და უფო მეტად მიმზიდველი გახდა. რიანა ამითაც არ დაკმაყოფილდა და ვარცხნილობას ხშირად იცვლიდა – ხან გვერდები აიპარსა, ხანაც წითლად შეიღება თმა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიანას ყველაფერი ძალიან უხდება, მოკლე და გრძელი თმაც, მოკრძალებული და ვულგარული ჩაცმულობაც.

კომენტარები

სხვა სიახლეები