დღეს გიორგი შაქარაშვილი 20 წლის გახდებოდა. საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, სადაც შაქარაშვილი თამაშობდა, “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს:
“გიორგი შაქარაშვილი 20 წლის გახდებოდა…
ზეცად ამაღლებული, ყველასათვის საყვარელი ჭაბუკი, ვინც ძალიან მცირე ხანს იცხოვრა, მაგრამ დიდზე-დიდი სიყვარული დატოვა.
გიორგი “საბურთალოს” დიდი ოჯახის ღირსეული წევრი იყო, ჩვენს გულებში ის ყოველთვის იცოცხლებს, მის ხსოვნას დავიწყება არ უწერია!”