როგორ აღნიშნავს მსოფლიო სტრიპტიზის საერთაშორისო დღეს – ტრადიციები და ისტორია

9 თებერვალს მსოფლიო სტრიპტიზის დღეს აღნიშნავს, რომელსაც საფუძველი 128 წლის წინ საფრანგეთში ჩაეყარა, როდესაც გოგონა, პირველად, “გულახდილი ცეკვით” წარდგა პუბლიკის წინაშე, რის გამოც შემდგომ დაჯარიმდა.

კერძოდ, “მულენ რუჟში” 128 წლის წინ, გოგონამ სახელად მონა, ცეკვის დროს ტანსაცმელი გაიხადა, რის გამოც ის “უღირსი საქციელისთვის” 100 ფრანკით დააჯარიმეს. აღნიშნულმა ფაქტმა  პარიზში პროტესტიც კი გამოიწვია.

სტრიპტიზის პროტოტიპად ფრანგული ცეკვა – “კანკანი” მიიჩნევა, რომელსაც ბარებსა და გასართობ ადგილებში ასრულებდნენ.

თანამედროვე სამყაროში კი სტრიპტიზი კულტურის ნაწილი გახდა, რომელსაც უამრავ დაწესებულებაში ასრულებენ.

დღეს ბოძზე ცეკვა (pole dance) სპორტულ დისციპლინაში გადის, რადგან ის ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს. როგორც წესი, სტრიპტიზს ღამის კლუბებში ასრულებენ, დაწესებულების უმრავლესობაში სტუმრებს ქალის შეხება ეკრძალებათ.

საინტერესო ფაქტები სტრიპტიზის შესახებ:

1980 წლამდე სტრიპტიზს ტაივანში დაკრძალვებზე ასრულებდნენ. ტრადიცია მაფიოზური წრეებიდან მოდიოდა და შემდეგ ხალხშიც გავრცელდა. თუმცა, 1980 წელს ტაივანის მთავრობამ ტრადიცია აკრძალა, მაგრამ დღემდე მისი ხილვა სოფლად არის შესაძლებელი.

პირველი მსოფლიო ომის დროს სტრიპტიზი გავრცელებული ცეკვა იყო. მიიჩნეოდა, რომ ის ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას უწყობდა ხელს.

ამერიკელები სტრიპ-კლუბებში იმაზე ხშირად დადიან, ვიდრე – თეატრში, ოპერაში, ბალეტზე, ჯაზის ან კლასიკურ კონცერტებზე.

სტრიპ-ბარების ყველაზე დიდი რაოდენობა ნიდერლანდებშია. ამსტერდამში 180-ზე მეტი მსგავსი დაწესებულებაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები