საქსტატის ცნობით, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკი ბოლო 10 წლის განმავლობაში გაიზარდა.
კერძოდ, ბოლო კვლევის თანახმად, ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 26,5-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს – 29,7-ს.
კაცების შემთხვევაში, ანალოგიური ზრდა ნაკლებად გამოიხატა, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა, შესაბამისად, 30,2 და 32,6 წელი შეადგინა.
მცირედით გაზრდილია განქორწინებულთა საშუალო ასაკიც, რაც ქალებისთვის არის 37 წელი, კაცებისთვის კი – 40 წელი.
2009 წელს ეს მონაცემები კაცებისთვის 39 წელს, ხოლო ქალებისთვის 35 წელს შეადგენდა.