ოცნების სამსახური – მატრასის ტესტირებისთვის მასზე ძილში კომპანია 3 000 დოლარს გადაგიხდით

ამერიკული მატრასების კომპანია საინტერესო ვაკანსიას აცხადებს. ეძებენ ადამიანს, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სამ ყველაზე რეიტინგულ მატრასს დატესტავს, ანუ ერთი თვის განმავლობაში მათზე მონაცვლეობით იძინებს.

ერთი თვის შემდეგ კი დაწერს დეტალურად რა არის მათში მოსაწონი და რა არა. ადამიანს, ვინც ინტერესს გამოხატავს ამ სამსახურზე უნდა ჰქონდეს წერის ნიჭი და უყვარდეს ძილი.

კომპანიის მთავარი მოთხოვნაა მატრასებზე მარტო ძილი და არა პარტნიორთან ერთად.

თვის ბოლოს კი დაქირავებული ანაზღაურების სახით 3 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ვაკანსიას SleepJunkie.com აცხადებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები