ქართველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე “ფორმულას” ეთერში თავის ნამდვილ სიყვარულზე ალაპარაკდა:
“ჩემი პირველი სიყვარული იყო ჩემი პირველი ქმარი, პირველო კაცებო. პირველი ქმარი ყველაზე მეტად მიყვარდა. 19 წლის ვიყავი და ალბათ სხვა ემოციები გაქვს. რაც უფრო იზრდები, მიჭირს ურთიერთობების აწყობა, შევიცვალე.
ძაან პატიოსანი ქალი ვარ. როგორი კაცი მომეწონება, მაგის სტერეოტიპი არ მაქვს შექმნილი. შინაგანად უნდა იყოს კარგი ტიპი და რაღაცა უნდა ჰქონდეს” – განაცხადა კესარია აბრამიძემ.
შემდეგ კი დასძინა:
“საკუთარ თავში თუ რამე შესაცვლელი იყო და არ იყო, ყველაფერი შევცვალე ნაღვლის ბუშტის გარდა. ის ვარ ვიზეც ვოცნებობდი და ვისაც ვხატავდი მთელი ცხოვრება”