ლედი გაგას კაბა, რომელიც ბაიდენის ინაუგურაციისას ეცვა, პარიზში მოღვაწე ამერიკელმა დიზაინერმა შექმნა (ფოტოები)
აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი მომღერალმა ლედი გაგამ იმღერა.
მას Schiaparelli Haute Couture კაბა ეცვა, რომელიც შავი ზედატანისა და წითელი ქვედაბოლოსგან შედგებოდა. სამოსი, ძირითადად, აბრეშუმისგან იყო შექმნილი. განსაკუთრებული ყურადღება კი გაგას მკერდზე ოქროსფერმა მტრედმა მიიპყრო, რომელიც მას ეკეთა, როგორც მსოფლიოს მშვიდობის სიმბოლოდ.
მომღერლის კაბა პარიზში მოღვაწე ამერიკელმა დიზაინერმა, დანიელ როზბერიმ შექმნა.