ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

ამერიკელი მომღერალი  ლედი გაგა ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს შეასრულებს.
ლედი გაგას შემდეგ სცენაზე, ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპესი გამოვა.

ინაუგურაციის ტრანსლირების შემდეგ დაიწყება სპეციალური შოუ რომელსაც ტომ ჰენქსი გაუძღვება და ტელემაყურებლის წინაშე დემი ლოვატო, ჯონ ბონ ჯოვი, ენტონი კლემონსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი წარდგებიან.
ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან, 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები