რამდენიმე დღის წინ 23 წლის ექიმი გარდაიცვალა, მან კორონავირუსი ცოტა ხნით ადრე დაამარცხა. გარდაცვალების სავარუდო მიზეზი თრომბია.
მომხდარზე გარდაცვლილის მეგობარი, გიგა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს:
“2-3 დღის, 24-საათიანი მორიგეობისა და ღამის თევის შემდეგ, სახლში მიმავალი ასე ვიტანჯებოდით და ვცდილობდით, ნახევარი საათით როგორმე წაგვეძინა, რომ სადმე არ წავქცეულიყავით.
საათ-ნახევარი ვაკეთებდი გულის მასაჟს და, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, გამოსავალი პესიმა იყო, მაინც გაშტერებული ვუყურებდი მონიტორს და ველოდებოდი, რამე საიმედო მაინც გამოჩენილიყო.
შენთვის ჯერ ხომ ადრე იყო, ძაან ადრე იყო, მთელი ცხოვრება წინ გქონდა და ჩემთვისაც ადრე იყო იატაკზე გაშხლართული ჩემი მეგობრის უსულო სხეულზე მეყურებინა. არადა, დილით როგორ გვიხაროდა, ერთმანეთი რომ ვნახეთ, ერთად ვიმორიგევებთო, მიუხედავად იმისა, რომ არცეთის სმენა არ იყო და შემთხვევით მოვხვდით.
ბუუბს, შენ ყოველთვის დარჩები ჩემს ორმეტრიან როხროხა მეგობრად, რომელსაც სიცილის დროს ყველა კბილი უჩანდა”, – წერს გიგა ფალავანდიშვილი.