“ვერ ვიკადრე, რომ ეს სქრინი დამედო… მთელ ეს წელი ხმა არ ამომიღია”, – ვახო მეგრელიშვლის ვიდეოკონფერენცია “გირჩის” დახურულ ჯგუფში

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ზურა ჯაფარიძე ცდილობდა მის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას.

“ნარატივი არის ასეთი, რომ იმ 55 ათასი ხმიდან, რომელიც “გირჩმა” აიღო 50 ათასი ზურას მოტანილია და ამის გამო თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ, ხმას რატომ იღებთ საერთოდ, ამის სჯერათ და ამაში ზურას არწმუნებს მისი უშუალო რაღაცნაირი გარემო, რომელთანაც ჩვენ დიდი ხანია გვაქვს იზოლაცია, ანუ ზურას გარშემო რა ხდება კაცმა არ იცის” -აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

წყარო: “რუსთავი 2”

 

კომენტარები

სხვა სიახლეები