“თბილისის ახალი მერის ფუნქციონირების ამ მოკლე პერიოდში ძველი თბილისის განადგურების პროცესი ახალი სისწრაფით გაგრძელდა”

კიდევ ერთი დანაშაული თბილისის, ჩვენი ბუნების და ისტორიული მემკვიდრეობის წინაშე

საშინლად შემძრწუნებელი ფაქტია რომ თბილისის ახალი მერის ფუნქციონირების ამ მოკლე პერიოდში კორუფციული და შემაძრწუნებელი ძველი თბილისის ნგრევის და განადგურების პროცესი ახალი სისწრაფით გაგრძელდა. გრძელდება ბავშვებისთვის სასუნთქი ჰაერის წართმევა თბილისის ცენტრში, სადაც მანქანების ძალიან დიდი რაოდენობის მიუხედავად ყოველ დღე ისევ ისევ გრძელდება ხეების მოჭრა და ბუნების გაჩანაგება.
2010 წელს დაიწყო თბილისისთვის ისტორიული ნაგებობის და ინსტიტუტის ჯორდანიას სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, რომელიც კოსტავას 43 ნომერში იმყოფება – განადგურება. გასხვისდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც ექიმების არაერთი თაობა აღიზარდა, სადაც გადაღებულია ‘ცისფერი მთები’ და მის ადგილას გაზრახულია კომერციული სასტუმრო ‘ბესტ ვესტერნის’ აღმორთვა, რომელიც ვერის რაიონს სასუნთქ არტერიას მოუსპობს. სულ ერთი საათის წინ ჩვენს თვალწინ კიდევ ერთი ძველი ხე მოჭრეს. ბავშვების სათამაშო მოედანი მანქანების სადგომად აქციეს და ვერის ბარში შეკრებილ მოხუცებს ჰაერის უკანასკნელ ამოსუნთქვას ართმევენ. ეს არის დანაშაულებრივი ქცევა – რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის, არამედ თვითონ სიცოცხლის წინააღმდეგ.
ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ასეთი უმოწყალო განადგურება უკვე მიზანმიმართული დანაშაულებრივი პოლიტიკის სახეს იღებს. ამიტომაც პასუხი უნდა მოეთხოვოთ ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების ყველა იმ ჩინოვნიკებს რომელნიც ამ დანაშაულებრივი პოლიტიკით ხელს ითბობენ. კონკრეტულად ვინ ითბობს ხელს ამ დანაშაულებრივი პოლიტიკით და ისტორიული ძეგლის განადგურებით და კონკრეტულად ჟორდანიას ინსტიტუტის ისტორიული ინსტიტუტის და ვერის ბაღის გაჩანაგებით.
ამ პროექტს ხელმძღვანელობს თბილისის მერის მოადგილე, ბატონი გიორგი სოლომონია. მერიის ეს კიდევ ერთი კორუმპირებული მაღალჩინოსანი დგას ამ ბარბაროსული აქტის უკან – ლობირებს ამ პროექტს და კონკრეტული ფინანსური ინტერესიც აქვს. ბატონი სოლომონია წინა ხელისუფლების დროსაც კარგად იყო. ის ფინანსური პოლიციის საკურატორო სამმმართველოს უფროსი იყო. დღევანდელი მერი პრაქტიკულად აგრძელებს უგულავას პოლიტიკას – და გაურკვეველია რატომ დაიჭირეს გიგი უგულავა თუ მთელი მისი ფინანსური სქემები დღეს უპრობლემოდ ხორციელდება ახალი მერიის მიერ და ყოფილ დამსჯელობით ორგანოების უფროსებს ისევ მაღალი თანამდებობები უჭირავთ.
ჟორდანიას ინსტიტუტის შენობის და ვერის პარკის განადგურების საქმეში ბატონი სოლომონიას გვერდით დგას ბატონი დავით ქარსელაძე – მიშა სააკაშვილის ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი. ისიც ამ ‘ინვესტორთა ჯგუფის’ წევრია, რომელიც ჩვენს ბავშვებს სასუნთქ ჰაერს ართმევს. მასთან ერთად ამავე ფინანსურ ჯგუფშია და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებით ხელს ითბობს ბატონი მალხაზ ბიწაძე, რომელიც თავისი იურიდიული ფირმის მეშვეობით ასევე ხელს ითბობს ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის წართმევით და სასუნთქი ჰაერის წართმევით. აგრეთვე ამ ‘ინვესტორთა ჯგუფში მოიაზრებიან გოჩა და კიტა დარჩიაშვილები – ეგრეთწოდებული ‘ვისკის სახლის’ მეპატრონეები და ფირმა ‘დექსუსის’ მეწილა ირაკლი კილაურიძე.
ასეთი შემთხვევა მხოლოდ ვერის ბარში არ ხდება. მთელს თბილისში და მთელს საქართველოში გრძელდება და ახალ ტემპებს იკრებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ბუნების გაჩანაგება-განადგურება. როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ ბარბაროსობას?! ეს არაფრით განსხვავდება ისლამური სახელმწიფოს მიერ ძველი ასურელების და შუმერების კულტურის ძეგლების განადგირებისგან. მინდა მოვუწოდო ყველა საქართველოს მოქალაქეს და ყველა ადამიანს ვისთვისაც სულერთი არ არის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ჩვენი ბავშვებისათვის სასიცოცხლო ბუნების დაცვა, რომ ყველანი ერთად დავდგეთ ამ ბარბაროსული მაფიის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 23 წელია ქვეყანას ანგრევს. დიახ, 23 წელია – მას შემდეგ რაც ზვიად გამსახურდია ძალადობით ჩამოაგდეს დაიწყო ეს პროცესები და 21-ე საუკუნეში უკვე ახალი ტემპები აიღო. შეუძლებელია აღშოთება დავმალოთ ამ საშინელი ფაქტების მნახველებს.
დავიცვათ ჩვენი ისტორიული ძეგლები და ბუნება ყველამ ერთად – თორემ არც ერთი მთავრობა ამაზე არ ზრუნავს და ყველა ანგრევს და ჩვენს ბავშვებს მომავალს ართმევს. მე მივმართავ საკრებულოს ყველა დეპუტატს – განურჩევლად პარტიისა რომ დაუდგნენ გვერდში არა მხოლოდ ვერის პარკის და ჟორდანიას ისტორიული ინსტიტუტის გადარჩენას – არამედ მთლიანად ჩვენი მემკვიდრეობის და ბუნების დაცვას. თუ არადა ეს მაფია სრული კატასტროფით გვემუქრება. დავით ნარმანიას მოვუწოდებ რომ სასწრაფოდ გაემიჯნოს კორუფციულ მაფიას, რომელიც ქალაქს ანგრევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოადგილე სოლომონიას საქციელზე თვითონაც ხდება პასუხიმგებელი.
გვეყო ამდენი ბარბაროსობა ვიღაც მაფიოზების ‘კერძო საკუთრების’ სახელით!

ირაკლი კაკაბაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები