ვინ არის მეცნიერი, რომელმაც 90%-ით ეფექტური კოვიდვაქცინა შექმნა

წარმოშობით თურქი და ეროვნებით გერმანელი მეცნიერი, 55 წლის უგურ შაჰინი Covid-19-ის 90%-ით ეფექტური ვაქცინის „მშობელია“.

აღნიშნული ვაქცინის შრატი, სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, 43, 538 ადამინზე გამოიცადა და წარმატებით დასრულდა.

სასწაული, რომელსაც მთელი მსოფლიო ელის, დაბადებულია და ფეხის ადგმას ელოდება.

ვაქცინის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთმა გერმანელმა წარმომადგენელმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა საზოგადოებას სიხარულით ამცნო და განაცხადა, რომ დაახლოებით 300 მილიონი ქილა იქნება შენახული.

თავად უგურ შაქინი გერმანიაში, ქალაქ კიოლნში 4 წლის ასაკში მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად.
მან და მისმა მეუღლე უზულემ ტურესმა, რომელიც უნივერსიტეტში ლექტორია, დააარსეს კომპანია Biontech-ი და დიდი წარმატებითაც მოღვაწეობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები