29 წლის ქართველი ქალი მიუნხენის აეროპორტში, პოლიციამ ქალის ზედმეტი თეთრეულის გამო არ გაატარა

29 წლის ქართველი ქალი, რომელიც გერმანიაში, მისი განმარტებით, სამკურნალოდ ჩავიდა მუნხენის აეროპორტში, სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შეუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას sueddeutsche.de ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა ქალბატონს ჩემოდანში, სამკურნალოდ ჩასულისთვის, ზედმეტად ბევრი ქალის თეთრეული აღმოაჩნდა.

29 წლის ქალს ყალბი სამკურნალო საბუთები ქონდა, რომელიც, თითქოს, ქირურგიმა გასცა. გერმანული გამოცემის თანახმად, დაკავებულმა ქალმა ნიურნბერგის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაციის დანიშვნის დასტური მიიღო, რომელიც პოლიციის განცხადებით ყალბი იყო.

„მის ჩემოდანში უფრო მეტი თეთრეული იყო, ვიდრე, ჩვეულებრივ, საავადმყოფოში სამკურნალოდ დასჭირდებოდა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. 29 წლის ქართველ ქალს საქართველოში დააბრუნებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები