რა შემთხვევაში აგინაზღაურდებათ კომუნალური გადასახადები ზამთრის პერიოდში – პრემიერის განმარტება

პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე. ეს მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე, 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება.

ეს ის მინიმუმია, რითაც დღეს მთავრობას შეუძლია, მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა, გვესმის, რომ შეიძლება,  ჩვენს  ბევრ მოქალაქეს მსგავსი დახმარება არ სჭირდება და დღეიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები