როგორ უნდა იკვებოთ და იმკურნალოთ – თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბენ, ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერში  რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს.

“დღე­ის­თვის, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, და­ახ­ლო­ე­ბით, 12 ათა­სი კო­ვი­და­ვად­მყო­ფი მკურ­ნა­ლობს ბი­ნა­ზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტო­მო ან მცი­რე­სიმპტო­მი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი, ჯერ­ჯე­რო­ბით – მხო­ლოდ ასე­თებს ვტო­ვებთ ბი­ნა­ზე, პრინ­ციპ­ში, არ გჭირ­დე­ბათ არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

რჩე­ვე­ბი იქ­ნე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რი: მი­ი­ღოთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­, ამას­თან, სი­თხის ნა­წი­ლი სა­სურ­ვე­ლია, იყოს სუფ­თა წყლის და არა  – წვე­ნე­ბის ან სხვა სა­ხით. მე­ო­რე – იმოძ­რა­ვეთ, უძ­რა­ო­ბა ხელს უწყობს ზო­გი­ერ­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბის, მა­გა­ლი­თად, თრომ­ბო­ე­ბო­ლი­ის რისკს. თუ თქვენ ხართ უსიმპტო­მო, იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ არ ხართ ცუ­დად და შე­გიძ­ლი­ათ, იმოძ­რა­ოთ. ეს შე­იძ­ლე­ბა, იყოს სი­ა­რუ­ლი, აე­რო­ბი­კა, ჩა­ბუქვნე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მოძ­რა­ო­ბა.

ამის გარ­და, თუ თქვენ გაქვთ ტემ­პე­რა­ტუ­რის მცი­რე მო­მა­ტე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ, სახ­ლში მი­ი­ღოთ სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ თუ 38-ზე ნაკ­ლე­ბია ტემ­პე­რა­ტუ­რა, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­ღე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვე­ბა – მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით ვიკ­ვე­ბოთ, ნაკ­ლე­ბი იყოს მა­რი­ლი, შა­ქა­რი, ნაკ­ლე­ბი იყოს ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბი – კა­რა­ქი ჩა­ნაც­ვლდეს ზე­თით, მი­ვი­ღოთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ბოსტნე­უ­ლი.

მი­ვი­ღოთ ის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს, C ვი­ტა­მინს, D ვი­ტა­მინს, თუ­თი­ასა და სხვა. ამის გარ­და, სა­და­ვოა სა­კი­თხი, მი­ვი­ღოთ ვი­ტა­მი­ნე­ბი თუ არა, არ­სე­ბობს გან­სახ­ვე­ვე­ბუ­ლი აზრი მსოფ­ლი­ო­ში. თუ მი­ვი­ღებთ D ვი­ტა­მინს, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 ათა­სი­დან მაქ­სი­მუმ 5 ათა­სამ­დე ერ­თე­ულს, ცუდი არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, ჯო­ბს, გა­ვი­კე­თოთ ანა­ლი­ზი D ვი­ტა­მინ­ზე. C ვი­ტა­მი­ნიც დღე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 გრა­მი შე­იძ­ლე­ბა, მი­ვი­ღოთ“, – გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები