“ცხელების ცენტრიც აღარ ვართ, დილიდან არცერთ ცხელებას არ მივიღებთ” – რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან მხოლოდ კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს. ამის შესახებ განაცხადება საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა.
„ჩვენ ცხელების ცენტრიც აღარ ვართ. დილიდან არცერთ ცხელებას არ მივიღებთ. პირდაპირ მივიღებთ კოვიდდადასტურებულ შემთხვევებს და, ალბათ, უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდება.
მით უმეტეს, შემთხვევები, რომლებიც არის მსუბუქი, შეგვიძლია, მივიღოთ კოვიდსასტუმროებში. კლინიკებს კი უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ კოვიდშემთხვევებთან“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ.