“სასიკვდილო რისკი არც ახალგაზრდებისთვისაა გამორიცხული” – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების რისკის ქვეშ არა მხოლოდ ასაკოვანი, არამედ ახალგაზრდა პაციენტებიც დგანან:

„ნუ გექნებათ განცდა, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვნებისთვის არის საშიში. გვაქვს სტატისტიკა, რომ 109 გარდაცვლილის შორის 17 ადამიანი იყო 60 წელს ქვემოთ. ამერიკის მონაცემებით,  გარდაცვლილთა 20% სამოც წელზე ახალგაზრდაა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

კომენტარები

სხვა სიახლეები