ჩვენი საყვარელი მსახიობების გარდაცვალება ყოველთვის გულს გვწყვეტს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ისინი ბევრად ადრე ტოვებენ სამყაროს და მილიონობით ადამიანს წყვეტენ გულს.
მოდით, ერთად გადავხედოთ იმ მსახიობების ცხოვრებას, რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ.
ჯეიმს დინი (1931-1955)
ჯეიმს დინი 50-იანი წლების კინოს ვარსკვლავი იყო, მან პოპულარობა მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა: East of End, Rebel without a Cause და Giant. იგი მხოლოდ 24 წლის იყო, როდესაც ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.
ბრიუს ლი (1940-1973)
ბრიუს ლი ერთ-ერთი პირველია, რომელიც მონაწილეობდა საბრძოლო ხელოვნების ამსახველ ფილმებში. იგი 32 წლის ასაკში თავის ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. იგივე ბედი ერგო მის შვილს – ბრენდონსაც. იგი ამავე დიგნოზით 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მერილინ მონრო (1926-1962)
ჰოლივუდის პირველი სექსსიმბოლოა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა: Like Genltmen Prefer blondes, The seven years Itch, and some like it hot-ში შესრულებული როლებით. იგი 36 წლის ასაკში გარდაცვლილი იპოვეს. გაკვეთის დროს დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი გადაჭარბებული ნივთიერება გახდა, რომელმაც გამოიწვია ასფიქსია.
ჰიტ ლეჯერის სიკვდილი ყველასთვის შოკი იყო, რადგან მან თავისი კარიერის პიკს მიაღწია. 28 წლის ლეჯერი რეცეპტით გამოწერილმა წამალმა იმსხვერპლა. მსახიობმა ბოროტად გამოიყენა წამალი, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
ფილლ სეიიმურ ჰოფმანი (1967-2014)
ფილლ სეიიმურ ჰოფმანი ბევრი ჯილდოთი და ნიჭითაც გამოირჩევა. ის ნამდვილად გამორჩეული ვარსკვლავი იყო. ყველაზე ცნობილი ფილმი მისი შესრულებით „შიმშილის თამაშებია“.
2014 წლის თებერვალში 46 წლის ასაკში გარდაცვლილი იპოვეს, ამის მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების ნაზავი გახდა: ჰეროინი, კოკაინი, ამფეტამინისა და ბენზოდიაზეპინის ნაზავს შეიცავდა.
ბრიტანი მერფი (1977-2009)
ბრიტანი მერფი ალბათ ყველას გვახსოვს ფილმ 8 მილიდან, სადაც მან რეპერ ემინემს გაუწია პარტნიორობა. იგი 2009 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, ამის ერთ-ერთი მიზეზი პნევმონია გახდა.
გარი ოლმენი ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია ამერიკის ისტორიაში. იგი 2010 წელს 42 წლის ასაკში იგი კიბეებიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
ჯენ ჰარლოუ 30-იან წლებში ჰოლივუდის სექსსიმბოლო და წარმატებული მსახიობი იყო. იგი 26 წლის ასაკში ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.
პოლ ვოლკერი ყველას გვახსოვს ფილმიდან „ფორსაჟი“, რომელიც სისწრაფის მოყვარულებზეა შექმნილი. მსახიობი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. იგი მხოლოდ 40 წლის იყო. 2015 წლის აპრილში მისი უკანასკნელი ფილმი გამოვა. ალბათ, ეს სიახლე მის ფანებს ძალიან გაახარებთ.