რას მიხვდა ჰაერში სექსის შემდეგ იუნა შაფათავა

მსახიობ იუნა შაფათავას თქმით, მამაკაცი თვალებით უნდა ხვდებოდეს, თუ რა სურს ქალს.

„ნამდვილად ავიხდინე ეს ოცნება და თვითმფრინავში მქონდა სექსი, კარგ ხასიათზე ვიყავი, ცოტა კონიაკი დავლიე. გერმანიის აეროპორტში გავიცანი ქართველი ბიჭი, რომელიც ჩემზე ასაკით საკმაოდ პატარა იყო. მე არ გამომიჩენია ინიციატივა… თვითმფრინავში რომ ზიხარ, ეიფორიას გრძნობ, დაცული ხარ, დედამიწიდან მოწყვეტილი და რატომაც არ უნდა მოწყდე ბოლომდე ამ სამყაროს, თუნდაც სექსით? ხომ შეიძლება, ერთ წუთში თვითნფრინავი ჩამოვარდეს და ცოცხალი ვერ გადარჩე? ინტიმის დროს კი ამ საშინელებაზე არ ფიქრობ. იმ ბიჭს სუფთა მამაკაცური აურა ჰქონდა, მე კი ძალიან კავკასიელი ქალი ვარ და საკმაოდ დიდხანს ვიყავი იმ შთაბეჭდილების ქვეშ, რაც მასთან ერთად განვიცადე ჰაერში. კაცს თქმა არ უნდა სჭირდებოდეს, თვალებით უნდა ხვდებოდეს შენს სურვილებს. თუ სიმართლე გინდათ აი, სწორედ ჰაერში მივხვდი როგორი მამაკაცი მინდოდა გვერდით“, – განაცხადა შაფათავამ „თბილისელებთან“ საუბრისას.

წყარო: თბილისელები 

კომენტარები

სხვა სიახლეები