ლეონარდო დიკაპრიო ნიუ-იურკში ბინას 300 ათას დოლარად აქირავებს(ფოტოკოლაჟი)

ჰოლივუდის ვარსკვლავს ლეონარდო დიკაპრიოს ნიუ-იორკში 10 მილოიონ დოლარად შეფასებული სახლი აქვს. ბინა ნიუ-იორკის პრესტიჟულ რაიონში, გრინვიჩ-ვილიჯში მდებარეობს.
ლეონარდომ გადაწყვიტა ცოტა ფული ეშოვნა და ბინა გააქირავა. როგორც ირკვევა, წელიწადში დიკაპრიო 300 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს. ცნობილი გახდა ბინის მქირავებლის ვინაობაც, იგი ბილ კლინტონის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ჯონათან ორგაზია.
ბინა მოწყობილია თანამედროვე ტექნიკით. ასევე ირკვევა, რომ სახლში სავინტილაციო სისტემის დახმარებით შესაძლებელია არომათერაპიის კურსის გავლა და შხაპის მიღების დროს C ვიტამინის მიღება. ყველაზე შთამბეჭდავი ალბათ ის არის, რომ ფანჯრები აისის იმიტირებას აკეთებენ.
დი კაპრიო ბინის გაქირავებას იმით ხსნის, რომ თითქმის არ იმყოფება ამ სახლში და არ უნდა, სახლი მარტო იყოს დატოვებული.
ახლა იგი დაკავებული ახალი ფილმის გადაღებებზე. სულ მალე ლეონარდოს ახალ ფილმში ვიხილავთ, სადაც არც ისეთი მარტივი როლის შესრულება მოუწევს. მისი გმირი ადამიანია, რომელშიც 24 სხვადასხვა პიროვნებაა ჩასახლებული მათ შორის: ნარკო დილერი, ლესბოსელი და დამნაშავე. ციხეში მოხვედრის შემდეგ იგი საგიჟეთში მიჰყავთ, სადაც მას განკურნავენ. დაბრუნების შემდეგ ფილმის გმირი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. ლეოს თაყვანისმცემლები იმასაც ამბობენ, რომ ეს როლი ხსნის მის ნიჭს და ოსკარის შემდეგ ცერემონიაზე აუცილებლად მიიღებს სანუკვარ ოქროს ქანდაკებას.
11063015_1801579250066360_1139664030_n 11026572_1801579246733027_71848623_n 11039574_1801579256733026_909251673_n

კომენტარები

სხვა სიახლეები