ბათუმში ადვოკატმა ცოლს ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო უჩივლა – “სულ სერიალებს უყურებს… ტანსაცმელს სპირტით რომ ვამუშავებ, დამცინის”

ბა­თუმ­ში მცხოვ­რებ მოქ­მედ ად­ვო­კატ­სა და მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის კონ­ფლიქ­ტე­ბი არა­ერ­თხელ გახ­და ძა­ლო­ვან­თა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი და არა­ერ­თხელ დას­ჭირ­დათ ძა­ლოვ­ნებს მათ­თვის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რა. მა­მა­კა­ცი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ 25 წე­ლია ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ეკო­ნო­მი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია და სა­ხელ­მწი­ფო მის უფ­ლე­ბებს არ იცავს.

რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლიც არ უნდა იყოს, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი მა­ინც ერთ ჭერ­ქვეშ აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მა­მა­კა­ცი აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბია და­ცუ­ლი და ქა­ლის და­ნა­შა­უ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ჯოხი მა­ინც მა­მა­კაც­ზე ტყდე­ბა. რო­გორც ჩანს, ამ წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფრო გარ­თულ­და. თურ­მე სას­წრა­ფო და პო­ლი­ცია არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ძა­ხეს.

მი­ზე­ზი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი იყო, ხან ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბის გამო ჩხუ­ბობ­დნენ და ხან პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის არ დაც­ვის გამო. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, მა­მა­კაც­მა 112 გა­მო­ი­ძა­ხა და მო­ძა­ლა­დე ცო­ლის­გან დაც­ვა ითხო­ვა. თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ორი­ვეს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­წე­რა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, მათ აეკ­რძა­ლათ ერ­თმა­ნე­თის­თვის ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სხვა სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა.

მა­მა­კაც­მა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა და მისი გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა. საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლემ მა­მა­კა­ცი გა­ა­მარ­თლა და მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­წე­რი­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­ა­უქ­მა. რო­გორც ჩანს, თა­ვად ქალს არ გა­უ­სა­ჩივ­რე­ბია პო­ლი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დღეს მას ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა ეკ­რძა­ლე­ბა.

სა­სა­მარ­თლო­ში თა­ვის კო­ლე­გა მა­მა­კაცს, ად­ვო­კა­ტი ლელი ბჟა­ლა­ვა იცავ­და. იგი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს:

– ბა­ტონ ა-ს ვი­ცავ­დი სა­სა­მარ­თლო­ში, ეს ფაქ­ტი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის დროს მოხ­და. ბა­ტო­ნი მე­უღ­ლეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ წლე­ბია ერ­თჭერ­ქვეშ ცხოვ­რო­ბენ. მა­მა­კაც­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, რად­გან მო­ძა­ლა­დის­გან თა­ვის დაც­ვა სჭირ­დე­ბო­და და პო­ლი­ცი­ამ მსხვერ­პლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ცა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი. არა­და რე­ა­ლუ­რად ამ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბო­და შვე­ლა

დიდი ხნის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მაგ­რამ ერ­თად ცხოვ­რო­ბენ კორ­პუ­სის ბი­ნა­ში. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ქვე­ყა­ნა­ში შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი რომ გა­მოს­ცა პო­ლი­ცი­ამ, გა­მო­დის მა­მა­კაცს უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი ჭერი და სად უნდა წა­სუ­ლი­ყო?

– ამ შემ­თხვე­ვა­ში ხომ გა­ა­უქ­მა მო­სა­მარ­თლემ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი

– სა­სა­მარ­თლომ მარ­თლა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად იმ­სჯე­ლა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში, გა­მო­უ­წე­რეს ქმარს ორ­დე­რი, დარ­ჩნენ სახ­ლში ერთ ჭერ­ქვეშ, ცოლს არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია. კაცი მო­ძა­ლა­დე რომ ყო­ფი­ლი­ყო ხომ იტყო­და იმას მა­ინც, აქ არ გა­ა­ჩე­რო­თო.

კონ­ფლიქ­ტი მოხ­და წე­სე­ბის არ დაც­ვის გამო. ქმა­რი ეუბ­ნე­ბო­და, თუ ჩემ­თან ერ­თად ცხოვ­რობ, და­ი­ცა­ვი სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მი და ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რაც და­წე­სე­ბუ­ლი­აო. მაგ­რამ ის ამას არ აკე­თებ­და. ამ­დე­ნი წე­ლია გა­მო­სახ­ლე­ბას არ აკე­თებს მა­მა­კა­ცი, შვი­ლე­ბის გამო დე­დას არ უშ­ვებს სახ­ლი­დან რად­გან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლია ბავ­შვე­ბი. მათ სრულ­წლო­ვა­ნი ბი­ჭე­ბი ყავთ. ამ ქე­ის­ზე სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ქალი არ მო­სუ­ლა პრო­ცეს­ზე, მის ინ­ტე­რესს იცავ­და პო­ლი­ცია, ირ­წმუ­ნე­ბო­და რომ საფრ­თხე იყო და მა­მა­კა­ცი იყო მო­ძა­ლა­დე. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­ი­გოს პო­ლი­ცი­ამ, რომ ყო­ველ­თვის მა­მა­კა­ცი არ არის დამ­ნა­შა­ვე და მტუ­ან მარ­თლის გარ­ჩე­ვა უნდა შეძ­ლოს.

მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დი ად­ვო­კა­ტია და თა­ვად იცავს ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ პი­რებს, იგი­ვეს ამ­ბობს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­მა­კაც­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს. მან სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა მისი ოჯა­ხის ის­ტო­რია AMBEBI.GE-ს მო­უყ­ვა:

– რა მოხ­და იმ დღეს, პო­ლი­ცია რა­ტომ გა­მო­ი­ძა­ხეთ?

– ეს იყო ჩვე­უ­ლე­ბი­ვი ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთი ეპი­ზო­დი. და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ვი­ძა­ხე და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­წე­რეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი. მა­შინ როცა მე ვჩი­ო­დი და მე ვი­ყა­ვი მსხვერ­პლი. და­მიც­ვა ჩემ­მა კო­ლე­გამ, ლელა ბჟა­ლა­ვამ. არ მქონ­და იმე­დი რომ მო­სა­მარ­თლე ჩემს სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტან­და, მაგ­რამ ვერ გა­ექ­ცა ამ რე­ა­ლო­ბას და მე გა­მა­მარ­თლა.

– ადრე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი რა­ტომ გა­მო­წე­რა პო­ლი­ცი­ამ?

– ანა­ლო­გი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის­თვის, სულ 5 ჯერ არის მის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­წე­რი­ლი და სამ­ჯერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც აღიძ­რა, მაგ­რამ არ ჩერ­დე­ბა. ერთი ჩე­მო­და­ნი სავ­სე დო­კუ­მენ­ტე­ბი მაქვს. ეს წლე­ბი ყო­ველ­დღე კონ­ფლიქ­ტი არ იყო.

ამ პან­დე­მი­ის დროს ხში­რად ვი­ძა­ხებ­დი სას­წრა­ფო­საც ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო… სულ სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა­შია 24 სა­ა­თი, სხვა არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, ამო­ვი­და ყელ­ში ეს სე­რი­ა­ლე­ბი, მე მა­ინ­ტე­რე­სებს ქვე­ყა­ნა­ში და მსოფ­ლი­ო­ში რა ხდე­ბა და იმი­ტო­მაც მე­ჩხუ­ბე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს რა­ტომ უყუ­რე­ბო.

ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ამ კო­რო­ნას გამო, სახ­ლი­დან ყო­ველ გას­ვლა­ზე და შე­მოს­ვლა­ზე ტან­საც­მელს სპირ­ტით ვა­მუ­შა­ვებ­დი, მას რომ წე­სე­ბის დაც­ვას ვთხოვ­დი, დამ­ცი­ნო­და…. ად­ვო­კა­ტი რომ ვერ და­ი­ცავ თავს, სხვა ადა­მი­ა­ნი რო­გორ და­ი­ცავს თავს ასე­თი ძა­ლა­დო­ბე­ბის­გან. რა და­ვა­შა­ვეთ, კა­ცებ­საც გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. არის მხო­ლოდ მო­წო­დე­ბა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე და არა­ვინ სა­უბ­რობს კაც­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე.

თა­ვად მო­სარ­ჩე­ლის ცოლი კი თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში გან­მარ­ტავს, რომ ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე ხდე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი და კონ­ფლიქ­ტის სა­გა­ნი არა კო­რო­ნა­ვირუ­სი, არა­მედ ისაა, რომ მა­მა­კა­ცი ტე­ლე­ვი­ზორს არ სცილ­დე­ბა. მ.ხ. და­კი­თხვის დროს აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სის­ტე­მა­ტუ­რად, უწყვე­ტად უყუ­რებს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს, რაც ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

კომენტარები

სხვა სიახლეები