“ფლობ­და საკ­მა­ოდ კარგ და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუ­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა”-თამარ ბაჩალიაშვილს ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურდა

23 წლის გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის იან­ვარ­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­ბუ­თე­ბის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა “მთა­ვარ­ზე”, ნიკა გვა­რა­მი­ას გა­და­ცე­მა­ში ნორ­ვე­გი­ის მო­ქა­ლა­ქემ, თე­ო­ნა კუ­რუ­ამ გა­ა­კე­თა. გა­და­ცე­მა­ში თე­ო­ნა კუ­რუ­ას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი გა­ვი­და, სა­დაც ნორ­ვე­გი­ის მო­ქა­ლა­ქე გარ­დაც­ვლილ პროგ­რა­მის­ტთან მი­მო­წე­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

თე­ო­ნა კუ­რუ­ას თქმით, რო­მე­ლიც, რო­გორ თა­ვად ამ­ბობს, უკვე 20 წე­ლია ნორ­ვე­გი­ა­ში ცხოვ­რობს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით და­უ­კავ­შირ­და. გო­გო­ნამ ჯერ თე­ო­ნას ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რი ნახა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, შემ­დეგ კი მას პი­რა­დად მის­წე­რა. კუ­რუ­ას თქმით, პირ­ველ მი­მო­წე­რა­ში თა­მარ­მა მას ნორ­ვე­გი­ა­ში სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვა შე­კი­თხვე­ბი, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ სა­უბ­რი­სას კი და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ ხდე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში.

“თა­მა­რი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ლო­კა­ცი­ის შეც­ვლით და მი­ზე­ზად ასა­ხე­ლებ­და პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარ­ში რას გუ­ლის­ხმობ­და, არ ვიცი. მას ჩემ­თან ში­ნა­არსზე და კონ­კრე­ტი­კა­ზე არ უსა­უბ­რია. მან მხო­ლოდ და­მი­დას­ტუ­რა და მი­თხრა, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და ამის­თვის და ფლობ­და საკ­მა­ოდ კარგ და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუ­თებს და მი­ზე­ზებს, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და თავ­შე­სა­ფა­რი ეთხო­ვა. სა­უ­ბარ­ში მე მას ავუხ­სე­ნი, რომ ნორ­ვე­გი­ა­ში ძა­ლი­ან გამ­კაც­რე­ბუ­ლია სი­ტუ­ა­ცია. მან რო­დე­საც და­მი­დას­ტუ­რა თა­ვი­სი სი­ტყვე­ბით, რომ მაქ­ვსო საკ­მა­ოდ კარ­გი მი­ზე­ზი, აღა­რა­ფე­რი აღარ ვუ­თხა­რი… ისიც მი­თხრა, რომ უნ­დო­და წა­სუ­ლი­ყო ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ი­და­ნაც უკან აღარ გა­უშ­ვებ­დნენ. რად­გან მან მი­თხრა, რომ უკან დაბ­რუ­ნე­ბას ვერ შეძ­ლებ­და. მას ჩემ­თვის არ უთ­ქვამს, რა­ტომ ან რა მი­ზე­ზე­ბით”, – გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა კუ­რუ­ამ.

მისი თქმით, მი­მო­წე­რის დროს თა­მარ­მა ისიც და­უ­დას­ტუ­რა, რომ არც მე­უღ­ლე ჰყავ­და და არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა კი სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის პი­რო­ბე­ბით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები