რატომ ჩაქოლეს ახალგაზრდა ქალი სირიაში

გასული წლის ზაფხულში სირიაში ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ახალგაზრდა ქალი ჩაქოლეს. ის 26 წლის შამასეჰ აბდულაჰი იყო. როგორც აღმოჩნდა, სასიკვდილო განაჩენი მას თავად ოჯახმა გამოუტანა. გათხოვებისას მისმა მეუღლემ აღმოაჩინა, რომ ის ქალიშვილი არ იყო. ქალის ოჯახმა სირცხვილს შვილის ჩაქოლვა ამჯობინა. 26 წლის აბდულაჰის ჩაქოლვაზე ადგილობრივებმა თავდაპირველად უარი განაცხადეს, რადგანაც ქალს დამნაშავედ არ თვლიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი ქვა ქალს ოჯახმა ესროლა, ტრადიციისამებრ, ისინიც იძულებულები გახდნენ, რომ სიკვდილით დასჯის პროცესში მონაწილეობა მიეღოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები