ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ოფიციალური „ფეისბუქგვერდი“ გატეხეს. წაშლილია თითქმის სრული არქივი.
როგორც ერთადერთმა, შემთხვევით შემორჩენილმა ადმინისტრატორმა ნახა, გვერდი წაშლილია რუსული „ექაუნთით“.
გიორგი კეკელიძის „ფეისბუქგვერდი” იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდი სოციალური მედიის ქართულ სივრცეში. გვერდს ჰქონდა 140 ათასამდე, თითოეულ პოსტს კი, სულ ცოტა, ათასი მოწონება.
„უახლოეს ხანში მივმართავთ, ცხადია, შსს-სა და ფბადმინისტრაციას“, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.