6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მცირე მოგზაურობა ან ქალაქგარეთ მგზავრობა განწყობას აგიმაღლებთ. ზოგიერთს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელის.

კურო
მხოლოდ დაკვირვებულად და გათვლილად მოქმედება აგარიდებთ სამსახურებრივი საქმეების შეფერხებას, პარტნიორებთან უსიამოვნებას.

ტყუპი
ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული გარშემო მყოფების მიმართ. ზოგიერთი შეიძლება საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორის გარეშე დარჩეს.

კირჩხიბი
ტრავმული დღეა, გაუფრთხილდით ძვლოვან სისტემას და კბილებს. სხვა დღისთვის დანიშნეთ სტომატოლოგთან შეხვედრა.

ლომი
ყურადღებით იმუშავეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ.

ქალწული
მეტად გააქტიურდით. თქვენ იმდენი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ, რომ ყველაფერს საუკეთესოდ მოაგვარებთ.

სასწორი
მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ აქტიურობას, ახალი საქმეების წამოწყებას. დღეს შეიძლება ახალგაზრდებმაც კი თავი შეუძლოდ იგრძნონ. ზოგიერთს გაუმძაფრდება ქრონიკული დაავადება.

მორიელი
მოერიდეთ ახალ სამსახურში გადასვლას და ახალი საქმეების დაწყებას. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან და მეგობრებთან, თუმცა, დააკვირდით მათ მოქმედებებს, ემოციებს.

მშვილდოსანი
დღეს თამაში, აზარტი გაგიტაცებთ. გარისკეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ.

თხის რქა
მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ არ წაეჩხუბოთ გარშემო მყოფებს. დღეს მოსალოდნელია განშორებაც.

მერწყული
ნუ შეიძენთ ნივთებს დაუფიქრებლად. მეტი ყურადღება გმართებთ შვილების მიმართ. თუნდაც გაკვეთილების მომზადებაში დაეხმარეთ მათ.

თევზები
კარგი დღეა გამოფენებში, სპორტულ შეჯიბრებებსა და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად. აგრეთვე მავნე ჩვევებისაგან გასათავისუფლებლად.

კომენტარები

სხვა სიახლეები