“ნაციონალებმა” 21 მარტის აქცია მზის დაბნელებას დაამთხვიეს – ასტროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

20 მარტს დედამიწაზე მზის სრული დაბნელება იქნება. აღნიშნულის შესახებ „კვირას“ ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ესაუბრა.
მისი განმარტებით, ენერგია, რომელსაც მზე უშვებს დედამიწისკენ გარკვეული სახის ცვლილებებს განიცდის, რის გამოც პლანეტაზე ბუნებრივი კატაკლიზმებია მოსალოდნელი, ზოგიერთი ადამიანი კი ენერგიების და ძალის დანაკლისს იგრძნობს, ზოგიერთი კი პირიქით, ძალების მოზღვავებას და ემოციურ აღგზნებულობას.
თორნიკე ბიძინაშვილის თქმით, მარტის თვეში მსოფლიოს „ცხელ წერტილებში“ მოსალოდნელია კონფლიქტების გამწვავება.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილი ექნება მოვლენებს, რომლის შედეგადაც დაიწყება გლობალური და შეუქცევადი პროცესები, სავალალო შედეგებით და დიდი მსხვერპლით.
„2015 წლის 20 მარტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტრომონიული და ასტროლოგიური მოვლენა დგება – მზის სრული დაბნელება, ანუ მთვარე ამ დღეს მზის წინ გაივლის და დედამიწაზე მისი ჩრდილი დაეცემა.
ამ წლის მანძილზე ეს ერთადერთი შემთხვევა იქნება მზის სრული დაბნელების და ის 20 მარტს გრინვიჩის დროით 9 სთ.46 წთ..06 წ-ზე დაიწყება და გარძელდება 2 წუთი და 47 წამი. თბილისის დროით ეს 13:46 საათზე მოხდება და დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება. ჩვენი ქვეყნიდან მზის ნაწილობრივი დაბნელების (58%) თავლყურის დევნება იქნება შესაძლბელი, სრული დაბნელება კი კარგად გამოჩნდება გრენლანდიის აღმოსავლეთით, ისლანდიაში, შპიცბერგენის არქიპელაგზე და ფარერის კუნძულებიდან.
ასტროლოგიაში ძალინ დიდ მნიშვნელობა ენიჭება მზის დაბნელებას (და ზოგადად დაბნელებებს), მას ოდიდგანვე მიაწერდნენ რაღაც მისტიურ და უფრო მეტიც, საშიშ თვისებებს. მუნდანურ ასტროლოგიაში ( სახელმწიფოების ასტროლოგია) მზის დაბნელება ყოველთვის დიდ და გარდამტეხ მომენტებს ნიშნავს მთელი ერისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მზე ზუსტ შეერთებაშია სხვა პლანეტებთან და მნათობებთან. ამ მომენტში.
წელს კი იშვიათი მოვლენის მომსწრენი ვიქნებით – მზის სრული დაბნელება და გაზაფხულის ბუნიაობა მოხდება ერთ დღე-ღამეში.
ამ მოვლენის იშვიათობა პირველ რიგში იმაში მდგომარებს, რომ ენერგია, რომელსაც მზე უშვებს დედამიწისკენ განიცდის გარკვეული სახის ცვლილებებს, რისი შედეგიც შეიძლება იყოს ჩვენს პლანეტაზე ბუნებრივი კატაკლიზმები, ყველა სულიერი არსების ქმედებებში უეცარი ცვლილებები, მათ შორის, არც ადამიანებია გამონაკლისი. ზოგიერთი მათგანი ენერგიების და ძალის დანაკლისს იგრძნობს, ზოგიერთი კი პირიქით, ძალების მოზღვავებას და ემოციურ აღგზნებულობას.
ეს მოვლენა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დროს მზე ზუსტ შეერთებას აკეთებს ვარსკვლავთან სახელად „შეატი“ – რომლის პირდაპირი თარგმანი არაბულიდან არის „პეგასის ბეჭი“. ამ ვარსკვლავს აქვს სატურნისეული ბუნება და თვისებები და ხშირად დაბნელების დროს მის შეერთებას მზესთან მოაქვს გარკვეული სახის ბუნებრივი კატასტროფები. ამ შემთხვევაში მზე-მთვარე-შეატის შეერთება, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ხდება თევზების ზოდიაქოს ნიშნაში, რაც შეიძლება ძლიერი წყალდიდობების მომასწავებელი იყოს.
დაწყებული ბუნიაობის დღიდან, მსოფლიოში ადგილი ექნება დაგროვილი ენერგიების ამოფრქვევას ადგილი, რომლებიც ასე თუ ისე ამ მომენტამდე გაჩერებული იყო. რას ნიშნავს დაგროვილი ენერგიების გამონთავისუფლება ასტროლოგიურად?! ეს შეიძლება იყოს კონფლიქტების გამწვავება „ცხელ წერტილებში“. ეს ყველაზე მძიმე პერიოდი იქნება მოლაპარაკებებისთვის და ზავის დადებისთვის, მშვიდობის შენარჩუნებისთვის.

ამ პერიოდში (სანამ ახალი ენერგიები არ დაგროვდება კოსმოსიდან) შესამჩნევი იქნება ადამინების მხრიდან ყველაზე არაპროგნოზირებადი და წარმოუდგენელი ქმედებები, გაიზრდება პროვაკაციების რიცხვი და ტერაქტები, რათა გამოწვეული იქნას ოპონენტების საპასუხო რეაქცია. ამიტომ დიდი ალბათობით მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილი ექნება მოვლენებს, რომლებსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ გამშვები მექანიზმი და რომლის შედეგადაც დაიწყება გლობალური და შეუქცევადი პროცესები, სავალალო შედეგებით და დიდი მსხვერპლით“, – აცხადებს ასტროლოგი.
თორნიკე ბიძინაშვილი საზოგადოებას ურჩიევს ამ რთულ პერიოდში შეეცადნონ იყვნენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან.
„თუ ჩვენ შევძლებთ ამ პერიოდში ვიყოთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან , მაშინ ბევრ უსიამოვნებას ავარიდებთ თავს. ამ ასტრონომიული მოვლენის ზეგავლენას უფრო მკვეთრად შეიგრძნობენ ის ადამიანები, ვისაც გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის დაავადებები აწუხებს, ასევე ემოციური ადამიანებიც.
ამიტომ რჩევა იქნება, ამ ადამიანებმა ამ პერიოდში თავი შეიკავონ საზოგადოებრივი და მასობრივი თავშეყრის ადგილებზე გამოჩენისგან, ასევე უარი თქვან ალკოჰოლურ სასმელებზე, დაიყვანონ მინიმუმადე მაგარი ყავის და ჩაის მიღება და მძიმე საკვები. ასევე სასურველია არ გადაიღალონ ფიზიკურად“, – ამბობს ბიძინაშვილი.
ასტროლოგი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აქციის 21 მარტს დაგეგმვას მიზანმიმართულად მიიჩნევს, მისი თქმით, პარტია აქციის გამართვას მზის დაბნელების პერიოდს შეგნებულად ამთხვევს, რადგამ ამ დროს არეულობის შექმნის დიდი შანსი არსებობს. როგორც ასტროლოგი აცხადებს, ამ პერიოდში ადვილია ადამიანის აღგზნება, ემოციური ვნებათაღელვა, მდგომარეობიდან გამოყვანა, მასებში აგრესიის გენერირება, კოფლიქტების და არეულობის პროვოცირება.
„მოგეხსენებათ “ნაციონალური მოძრაობა” 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს.
არავითარ შემთხვევაში ამ დროს არ შეიძლება აქციების, ქაოსის, არეულობის, აგრესიის და დესტაბილიზაციის ორგანიზება საზოგადოებაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უშვებს შანს არ გამოიყენოს დაბნელებები გრანდიოზული აქციების და პოლიტიკური გადატრიალებების შესაქმნელად. ეს ბადებს გარკვეულ ეჭვს, და კითხვას, ხომ არ ემსახურება ეს პოლიტიკური ორგანიზაცია შავ ძალებს? დაბნელებებთან „დამთხვევები“ ძალიან ბევრია და ეს უკვე გამიზნულს და დაგეგმილს უფრო ჰგავს ვიდრე შემთხვევითობას. არ შეიძლება 365 დღიდან მაინც და მაინც მზის ან მთავრის დაბნელების დღეები ამოარჩიო, როდესაც შავი, ნეგატიური ენერგიები ჭარბობენ სამყაროში.
მე არ მჯერა იმის, რომ მათმა ლიდერებმა ეს არ იციან, ცხადია იციან და იყინებენ ამ ნეგატიურ ენერგიებს თავის სასიკეთოდ. ამ პერიოდში ადვილია ადამიანის აღზნება, ემოციური ვნებათაღელვა, მდგომარეობიდან გამოყვანა, მასებში აგრესიის გენერირება, კოფლიქტების და არეულობის პროვოცირება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად გამოიყენა დღეს არსებული ხელისუფლების უსუსურობა და გაუჩნდა რეალური შანსი დაუბრუნდეს ძველ პოზიციებს და მოვიდეს ხელისუფლების სათავეში“, – აცახადებს თორნიკე ბიძინაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები