ქალი,რომელმაც კარანტინის მოხსნა ფოტოსესიით აღნიშნა და ხევში გადავარდა

თურქეთში ახალგაზრდა ქალმა კარანტინის მოხსნა ფოტოსესიით აღნიშნა და ხევში გადავარდა, -ამის შესახებ გამოცემა “Mirror”-ი წერს.

ყაზახეთის მოქალაქე, 31 წლის ოლესია სუსპიცინა ბოლო 5 წლის განმავლობაში გიდად მუშაობდა, კარანტინის შემსუბუქების შემდეგ კი ჩანჩქერთან ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტა. ფოტოს გადაღების დროს ახალგაზრდა ქალს ფეხი დაუცდა, რის შემდეგაც ის 35 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მაშველებმა ოლესია სუსპიცინას ცხედარი წყლიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს.
თურქეთის პოლიცია მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები