ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 16 აპრილის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოადიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:
“დღე გეომაგნიტურია, რაც გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას გარკვევეულ პრობლემებს შეუქმნის, ამიტომ წამლის პროფილაქტიკა გამოიყენეთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – მოიმატებს მოტყუების ალბათობა. კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ინტელექტუალური განვითარებისთვის, სწავლისთვის, სარემონტო-სამღებრო საქმიანობისთვის, კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა და ფეხის კუნთების ზონა.
დღის ფერები და მინერალები – ნეონისფერები, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი, ეს ქვები სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავენ.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომთათვის და სასწორთათვის, დაძაბული დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის”, – აღნიშნავს ასტროლოგი.