3 აუცილებელი ექოსკოპიური კვლევა ორსულთათვის, რომელიც პანდემიის დროსაც არ უნდა გამოტოვონ – ცნობილი რადიოლოგის რჩევები

უნდა დაგეგმონ თუ არა ორსულებმა ვიზიტი ექიმ რადილოგთან კორონავირუსის პანდემიის პირობებში –  ამ კითხვას რადიო „ფორტუნას“ ეთერში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, „გაგუას კლინიკის“ ექიმმა რადიოლოგმა გენრიეტა გაგოშიძემ უპასუხა.

“ორსულების რისკი ახალ კორონავირუსთან მიმართებაში ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვა ადამინის. უბრალოდ ორსულებს მეტი ყურადღება, სითბო სჭირდებათ, რადგან ისინი ისედაც ფსიქოლოგიურად მეტ გამხნევებას საჭიროებენ. ისინი ახლა ფიქრობენ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ნაყოფზეც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ორსული პასუხს აგებს ერთდროულად ორ ადამიანზე დ ამიტომ ორსულები ბევრად მგრძნობიარე ჯგუფია.

რაც ეხება ვიზიტს ექიმთან, აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გარკვეული ვადების შესახებ, როდესაც ექიმთან ვიზიტის გაცდენა დაუშვებელია. ეს გახლავთ ორსულობის მე-12 კვირა, როდესაც ნაყოფის გენეტიკური მარკერების შეფასება ხდება. ეს ვადა არცერთი მიზეზის გამო არ უნდა გამოვტოვოთ. შემდეგი ვადა გახლავთ 18-დან 20 კვირის შუალედი, როდესაც ახალშობილის განვითარების ძალიან ნიშვნელოვან ეტაპებს ვაფასებთ და აუცილებელია, მშობიარობამდე 38-39 კვირაზე ექოსკოპიური კვლევა”, – განაცხადა მან.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები