“ნუ განსჯით სხვებს, მოიმატებს ინტრიგებისა და ჭორების ალბათობა” – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 11 აპრილის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს: 

“დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას შეუქმნის პრობლემებს. მოიმატებს თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  ნუ განსჯით სხვებს, მოიმატებს ინტრიგებისა და ჭორების ალბათობა. კარგი დღეა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდულის მიდამო, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი და ცისფერი.  მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, საფირონი, ჟადეიტი, ლაბრადორი და ლალი, ეს ქვები თქვენს ბიოველს დაიცავენ.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძთათვის, ტყუპებისთვის და მერწყულისთვის, დაძაბული დღეა ქალწულისა და თევზებისთვის”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები