102 წლის მოხუცმა კორონავირუსი დაამარცხა

ჩრდილოეთ იტალიაში  კორონავირუსით დაინფიცირებული 102 წლის ქალი განიკურნა.
102 წლის იტა­ლი­კა გრონ­დო­ნამ სავადმყოფოში 20 დღე გაატარა და მან მომაკვდინებელი ვირუსი დაამარცხა ის უკვე სახლშია და თავს კარგად გრძნობს აცხადებენ ექიმები,რომლებმაც მას   “უკვდავი” უწოდეს.
”არ ვიცი რა არის მისი უკვდავების საიდუმლო, მაგრამ მე ვიცი, რომ ის არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალი, მას რამდენიმე წლის წინ  ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა,  მას უყვარს ცხოვრება, ცეკვა და მუსიკა, ასევე ფრედი მერკური და ვალენტინო როსი”-აცხადების მოხუცის ძმიშვილი  რენატა ვილა გრონდონა.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები