როგორ მოვუაროთ თმას ზამთარში

სუსტი, მტვრევადი, თხელი, გამომშრალი და გაყოფილი ბოლოების მქონე თმა ზამთარში ნამდვილად არ არის იშვითი მოვლენა. ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის ცვლა ასუსტებს და აუარესებს თმის ღეროების მდგომარეობას ზამთრის პერიოდში. ვისაც ისედაც პრობლემატური თმა აქვს, მათთვის განსაკუთრებით რთულია წელიწადის ამ სეზონში თმისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება.
გაეცანით ინსტრუქციას სრულად და მიიღეთ რჩევები თუ როგორ დაიცვათ თმა ზამთრის სიცივეებისგან.

  1. გააკონტროლეთ წყლის ტემპერატურა თმის დაბანისას. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, ეს უფრო მეტად აშრობს თმას და ხდის უფრო მტვრევადს. წყალი უნდა იყოს თბილი, ხოლო ჩამობანისას ბოლოსკენ, გირჩევთ გამოიყენოთ ნელ-თბილი წყალი (გაზავებული). ტემპერატურის კონტრასტი გააუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევას, ეს კი ეხმარება თმის ძირებს საკვების მიღებაში. არ დაივიწყოთ ბალზამი-კონდინციონერი, ის იცავს თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.
  2. 2თავი შეიკავეთ ცხელი დავარცხნისგან (დახვევისგან). თმის უთოები და მსგავსი მოწყობილობები, ხშირად არასწორი გამოყენებისას წვავს თმას, თმა კი განსაკუთრებით ზამთრის სეზონში ძალიან დასუსტებულია ცივი და მშრალი ჰაერის აგრესიული ზემოქმედებისგან. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენი, ოღონდ ისიც ცივი ჰაერის რეჟიმზე. თუ დრო გაძლევთ ამის საშუალებას, გირჩევთ თმა გაიშროთ ბუნებრივი გზით, ფენისა და სხვადასხვა მოწყობილობების გარეშე.
  3. 3უარი თქვით აგრესიულ საღებავ საშუალებებზე. შეღებვა ასუსტებს თმას, ამიტომაც მოერიდეთ ზამთარში რეგულარულად თმის შეღებვას, განსაკუთრებით კი ეს ეხება მათ, ვინც თმის გაღიავებას ფიქრობს. შეგიძლიათ თმა შეიღებოთ ბუნებრივი საღებავი საშუალებით, მაგალითად ინით (ხნა). მელირებაც და სხვადასხვა ქიმიური ექსპერიმენტები საკუთარ თმაზე გირჩევთ გადაიტანოთ ზაფხულისთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიო-ლამინირებითა და თმის გასწორებით კარატინის გამოყენებით. ეს პროცედურები დადებითად მოქმედებენ თმის სტრუქტურაზე, ხდის უფრო რბილსა და ჯანმრთელს.
  4. 4გამოიყენეთ თმის გამაჯანსაღებელი ნიღბები. ზამთრის პერიოდში თმებს სჭირდებათ დამატებითი კვება და დატენიანება. კვირაში ერთხელ თმის ნიღბის გამოყენება დაგეხმარებათ მიიღოთ სასურველი ეფექტი, ხოლო თუ ძალიან გამომშრალი თმა გაქვთ, გაყოფილი ბოლოებით, გირჩევთ ეს პროცედურა კვირაში 2 ჯერ ჩაიტაროთ.
  5. 5დააკვირდით თქვენს რაციონს. კვება უნდა იყოს ბალანსირებული, უნდა მიიღოთ ვიტამინები და მინერალბი. ყოველდღიურ მენიუში სასურველია იყოს თევზე, რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, ფაფები, თხილეული და ნაკლებცხიმიანი ხორცი. სწორი კვება, მთავარი გზამკვლევია ჯანმრთელობისა დასილამაზისკენ მიმავალ გზაზე. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა ორგანიზმს ბევრად მეტი ვიტამინიზებული და ჯანსაღი პროდუქტი სჭირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები