კორონავირუსით შეშინებულმა კაცმა ლიეტუვაში ცოლი სააბაზანოში ჩაკეტა

ლიეტუვაში, ვილნიუსში კორონავირუსით დაინფიცირებით შეშინებულმა მამაკაცმა საკუთარი ცოლი სააბაზანოში ჩაკეტა მას შემდეგ, რაც ის იტალიიდან ჩამოსულ ჩინელ მეგობარ ქალს შეხვდა.

შემდგომში ცოლმა პოლიციაში დარეკა. ქმარმა პოლიციას აუხსნა, რომ მან ქალის ჩაკეტვა „ექიმებთან სატელეფონო კონსულტაციის“ შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც ეხებოდა ინფექციისგან თავის არიდებას.

საბოლოოდ, მამაკაცი პოლიციას არ დაუკავებია, ხოლო ცოლს მისთვის ბრალი არ წარუდგენია. შემდგომში ცოლმა შემოწმება გაიარა, რომლითაც გაირკვა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირებული არ აღმოჩნდა.

ამ დროისთვის, ლიეტუვაში კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ 1 შემთხვევაა დაფიქსირებული.
3 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 91.313 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი 3. 117 ადამიანს შედგენს.

კომენტარები

სხვა სიახლეები