ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 29 თებერვლის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს:
“პოზიტიური და ნეგატიური დღე – ეს დღე განპირობებულია მზის და მთვარის ერთობლივი ზეგავლენით თითოეულ ჩვენთაგანზე. მზე დღეს იმყოფება მერწყულის ფრიად თავისუფლებისმოყვარე, მეტად მეგობრულ და დიპლომატიურ ნიშანში, ხოლო მთვარე მეტად ერთგულ, სტაბილურ და ორგანიზებულ კურო ზოდიაქოში. დღეს იაფფასიან ნივთებს ნუ შეიძენთ, პატივი ეცით საყვარელ ადამიანებს და მათ გრძნობებს. შესაძლებელია ახალი შემოქმედებითი გეგმების ჩამოყალიბება, ახალი საქმის დაწყება, საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის, კოსმეტიკის, ცხოველების, სამშენებლო მასალების და უძრავი ქონების შეძენა. კარგი დღეა ახალი ნაცნობობისა და სამომავლო გეგმების დასახვისათვის. ეს დღე ხელს უწყობს სასიყვარულო ურთიერთობებს.
ჯანმრთელობა – დღეს მოერიდეთ ხალების მოშორებას, ორპირ ქარს, სულსწრაფ და სარისკო მოქმედებებს, აკონტროლეთ თქვენი საფულე. სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა.
დღის ფერები და მინერალები – დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ამეთვისტო, ამ ქვების საშუალებით მოიზიდავთ ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს და კოსმოენერგიას. ფერებიდან კი გამოიყენეთ ყავისფერი, ლიმნისფერი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, რომელიც მეტად გააძლიერებს თქვენ მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია კუროსა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებსაც დასჭირდებათ მეტი აქტიურობა, რომ თავიანთი შანსები გამოიყენონ. ნეგატიური დღე კი არის ტყუპების და სასწორის ნიშანთათვის, მათ მართებთ მეტი ყურადღება”, – აცხადებს ასტროლოგი.