ვერძი
ყველა მიმართულებით ხელსაყრელი დღეა. თქვენი ინტიმური ინტერესები და სურვილები დაკმაყოფილდება. ფინანსური მდგომარეობა ისევ სტაბილურია. აზარტულ თამაშებში გაგიმართლებთ. გახსოვდეთ, თუ პატარა წარმატებებს დასჯერდებით, ისინი დიდ გამარჯვებამდე მიგიყვანთ. დინებას გაჰყევით და სერიოზული მოვლენებისთვის ემზადეთ.
კურო
მოგზაურობისა და ახალი კულტურების გაცნობის დაუძლეველმა სურვილმა შეიძლება თაღლითურ კომპანიებთან შეგახვედროთ. შესაძლოა, ეს იყოს ყალბი ლიცენზიით მომუშავე ტურისტული სააგენტო ან ვიზებისა თუ პასპორტების სწრაფად მიღებაში „დამხმარე“ სააგენტო, მაჭანკალი, შუამავალი ან სოციალური სფეროს სხვა წარმომადგენელი, რომელიც სამართალდამცველებს ემალება. გახსოვდეთ, სანამ ფულს რომელიმე ორგანიზაციას ანდობდეთ, „ასჯერ გაზომეთ“. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაღლითებისგან მოტყუებული დარჩებით.
ტყუპები
კონკურენტების აქტიურობა გაიძულებთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, რაც ფასების პოლიტიკაზე მოახდენს გავლენას და ბევრი ბიზნესმენისა და მწარმოებლის საქმეს გაართულებს. რჩევა ბირჟის მოყვარულებისთვის – სანამ საკუთარი კაპიტალის ინვესტირებას მოახდენთ, ემოციებს გაუმკლავდით და ეცადეთ, საკუთარი ბიუჯეტი და შემოსავლები კარგად შეისწავლოთ.
კირჩხიბი
ამ პერიოდში კირჩხიბების უხასიათობა პიკს მიაღწევს. ზოგიერთებს ფსიქოლოგების დახმარებაც კი დასჭირდებათ. ეცადეთ, მოდუნდეთ და სასიამოვნო გარემოში დაისვენოთ. კარგი იქნება, თუ ვალერიანის წვეთებსაც მიიღებთ.
ლომი
საოცარი ინტუიციისა და გამჭრიახობის პატრონი ხართ, რაც პირად ცხოვრებასა თუ საქმიან ურთიერთობებში გეხმარებათ. შესაძლოა, გავლენიანი ადამიანი გაიცნოთ. თამამად გააფორმეთ შრომითი თუ კომერციული ხელშეკრულებები. დაიწყეთ ახლობელ ადამიანთან პრინციპული საუბარი სამომავლო გეგმებზე.
ქალწული
შესაძლოა, ამ დღეს გარკვეული უსიამოვნებები შეგხვდეთ, თუმცა მწარე გამოცდილების გათვალისწინებით მათ მოგვარებას მოახერხებთ. მატერიალურ პრობლემებს საკუთარი შრომისმოყვარეობისა და მრავალმხრივი აზროვნების წყალობით დაძლევთ.
სასწორი
თქვენი პირადი თავისუფლება შესაძლოა, სახლის დიქტატურის კონტროლქვეშ აღმოჩნდეს. თქვენს ცნობიერში მშობლის ამპლუას მოირგებთ. ახლობელ ადამიანებსაც კი ნუ მისცემთ უფლებას, უხეშად ჩაერიონ თქვენს პირად ცხოვრებაში.
მორიელი
არ გამოირიცხება, უსიამოვნება შეგემთხვათ როგორც სასიყვარულო ურთიერთობაში, ისე სამსახურში. განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდება დღის პირველი ნახევარი. სიტუაცია თქვენგან დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. ამავე დროს, ცუდი ასპექტებისას რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ამით, შესაძლოა, თქვენს მომავალ ბედისწერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოთ.
მშვილდოსანი
სიტუაცია გაუარესდება და გადაუწყვეტელი პრობლემები შესაძლოა, მოლაპარაკების დროს გართულების მიზეზი გახდეს. გაითვალისწინეთ არსებული სიტუაცია და შეეცადეთ, სწორად და კონსტრუქციულად მოაგვაროთ პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში პროგრესი სერიოზულად დამუხრუჭდება.
თხის რქა
შესაძლოა, უცნაურ, იდუმალ, წარმოუდგენელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. კონსერვატიული შეხედულების მქონე ადამიანებს ეს დღე პირადი სივრცის დარღვევით ემუქრება. იმისთვის, რომ უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, საჭიროა, ისწავლოთ მოქნილობა. მოგიწევთ არსებული ურთიერთობებისა და ჩვეული მეთოდების შეცვლა.
მერწყული
ბავშვებთან, შვილებთან ან შვილიშვილებთან საუბარი თქვენთვის გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე ფსიქოანალიტიკოსთან სეანსი. ნუ გაექცევით ბავშვებთან საუბარს, რადგან სწორედ ამ დროს აღმოაჩენთ თქვენი ფსიქოლოგიური პრობლემების საფუძველს, შიშებსა და შფოთვას. და, რაც მთავარია, გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ მათი მოშორება.
თევზები
საყვარელ ადამიანთან ემოციური კავშირის კიდევ უფრო გაძლიერებას შეეცდებით, რისთვისაც ძვირფას საჩუქრებსა და საინტერესო ჟესტებს გამოიყენებთ. გააანალიზეთ საკუთარი ურთიერთობა რჩეულთან და მიხვდებით, რომ მის მდგომარეობას ვერ „იყიდით“.