ვინ ხართ ეგვიპტური ჰოროსკოპის მიხედვით

სეხმეტი – 29 ივლისი – 11 აგვისტო, 30 ოქტომბერი – 7 ნოემბერი

ეგვიპტელები სეხმეტს სამართლიანობის სიმბოლოდ აღიქვამდნენ. იგი მკაცრი და უაპელაციო იყო. სახელი “სეხმეტი” ითარგმნება როგორც – “ძალაუფლება და ძლიერება”. იგი ომისა და ნგრევის ღმერთიც იყო. მას მიაწერდნენ გვალვებსა და წყალდიდობებს (ადამიანების სასჯელად). იგი იყო ასევე ეპიდემიის გავრცელების წყარო, მაგრამ ამავე ქალღმერთის ხელში იყო ასევე ხალხის განკურნებაც. მიჩნეულია, რომ სეხმეტი ექიმების, ექიმბაშებისა და ჯადოსნების მფარველი იყო. გამოსახავდნენ მანუსკრიპტებზე როგორც ლომისთავიან ქალს, გრძელი ტუნიკით.

სეხმეტის მმართველობაში მყოფი ადამიანები ავტორიტეტული, მომთხოვნი და მკაცრი ინდივიდები არიან. მათი მომთხოვნელობა ვრცელდება როგორც სხვებზე, ისე საკუთარ თავზე. მათგან კარგი ორგანიზატორები, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკოსები და მმართველები გამოდიან.
ისინი უსაშველოდ ამაყები, პატივმოყვარეები და გრაციოზულები არიან. შესანიშნავად ფლობენ საკუთარ ემოციებს ხალხში, თუმცა გულის სიღრმეში საკმაოდ ემოციური და ფრთხილი ადამიანები არიან. მათთვის აუცილებელია ისწავლონ უფრო მეტი სირბილე და ტაქტი გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად აბრალებენ მათ სისასტიკესა და გულცივობას. რაც რეალურად სულაც არ არის ასე!

ბასტატი 14-28 ივლისი, 23-27 სექტემბერი, 3-17 ოქტომბერი

ქალღმერთი – კატა ანუ ბასტატი ეგვიპტელებს სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთად ჰყავდათ მიჩნეული. იგი ძველ ეგვიპტურ მანუსკრიპტებზე კატისთავიანი (ან ლომისთავიანი)  გრაციოზული ქალის სახით გვხვდება გამოსახული. ბასტატის მმართველობაში მყოფ ადამიანებს გასაოცარი მომხიბვლელობა და თანდაყოლილი შარმი გააჩნიათ.
მათი კიდევ ერთი მახასიათებელი თვისებაა კარგი ინტუიცია და საზოგადოებაში, სიტუაციით სწორად ლავირების შესანიშნავი ნიჭი. ბასტატები იდეალური დედები და ცოლები არიან, მამაკაცებს კი კარგი კარიერული წინსვლის შანსები გააჩნიათ ყოველთვის, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელიც ქალების საჭიროებას შეეხება ან საქმეში ბევრი ქალია ჩართული.

ამ ხალხისგან გამოდიან კარგი მედიცინის მუშაკები, მასწავლებლები, ფლორისტ-დიზაინერები, მოდელიერები ან სტილისტები. ბასტატები კარგად ერკვევიან ტანსაცმლის დიზაინში, სახელოვნებო სფეროებში, კულინარიასა და მუსიკაში.

მათი ხასიათის უნიკალურობა კი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანებს აქვთ ნიჭი ნებისმიერს დაეხმარონ სტრესის მოხსნაში, მათთვის დამახასიათებელია გასაოცარი, დადებითი ბიოველი, რომლის ხარჯზეც ბასტატთან საუბრისას ადამიანები თავს მყუდროდ და დაცულად გრძნობენ.

სეთი ანუ სეტოსი – 28 მაისი – 18 ივნისი, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი

ეგვიპტელები მას წყვდიადის ღმერთს უწოდებდნენ. იგი ასევე ითვლებოდა ქაოსის, ომისა და უსაზღვრო თავისუფლების სიმბოლოდ. გამოსახავდნენ ხარის თავით მანუსკრიპტებზე. სეთი იგივე სეტოსი, ეჭვიანობისა და ვნების სიმბოლოა. ეჭვიანობის ნიადაგზე მან საკუთარი ძმა – ოსირისი გაიმეტა სასიკვდილოდ. ამგვარი საქციელის გამო სეთი გაძევებულ იქნა და უდაბნოში ცხოვრება მიესაჯა. არსებობს მეორე მოსაზრებაც, თითქოს იგი ზეცაში წაიყვანეს ღმერთებმა და დიდი დათვის თანავარსკვლავედის სახით გამოისახება დღეს.

სეთის მფარველობაში მყოფი ადამიანები, უზომოდ ამბიციურები და პატივმოყვარეები არიან. თუმცა მათ ასევე გააჩნიათ საოცარი გამომგონებლური ნიჭი, თვითრწმენა და თავდაჯერებულობა. ამ ხალხის უმრავლესობა თავს შესანიშნავად იმკვიდრებს პოლიტიკაში, სამხედრო სფეროში და იურისპრუდენციაში. ბევრ მათგანს აქვს ოკულტიზმისკენ მიდრეკილება და ოსტატურად ფლობენ ტაროს კარტების მაგიას ან მედიუმის შესაძლებლობებს. სეთი ბუნებით მებრძოლია, მას მოსწონს წინააღმდეგობების გადალახვა.

ამიტომ სირთულეები ცხოვრებაში არათუ აშინებს ამ ხალხს, პირიქით, მათში მეტ ბრძოლის უნარსა და დინამიზმს აღვიძებს. მათ არ ახასიათებთ წარსულში ცხოვრება და ყოველთვის პოულობენ გზას ნებისმიერი წარუმატებლობის შემდეგ ფეხზე წამოსადგომად. თუმცა ეგოიზმი, რომელიც ამ ხალხის ხასიათის ყველაზე დიდი ნაკლია, ხშირად სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი თავდაცვითი მანერა – საიმისოდ, რომ არავინ მიაყენოს მათ სულს იარები. აი, რატომ გაურბიან ისინი ხანგრძლივ და სერიოზულ რომანტიკულ ურთიერთობებს. სიყვარული ერთადერთი კონტროლია მათთვის, კონტროლს კი ვერც ერთი მათგანი ვერ იტანს.

ანუბისი 8-27 მაისი, 29 ივნისი – 13 ივლისი

ღმერთი-ტურა იგივე მკვდართა მეფე. მიჩნეული იყო, რომ ანუბისი გარდაცვლილებს მიაცილებდა იმქვეყნიურ ცხოვრებასთან შესახვედრად. ხშირად მას ეგვიპტურ მანუსკრიპტებზე ვხვდებით როგორც გარდაცვლილთა ბალზამირების პროცესის უშუალო მონაწილეს. იგი განაგებდა დაკრძალვისა და მუმიფიკაციის თემას ასევე. შემდგომ კი თავმჯდომარეობდა სულის განკითხვის პროცესს იმქვეყნიური და ამქვეყნიური ცხოვრების გზასაყარზე. იყო გარდაცვლილთა სულების ე.წ. “ადვოკატი” – დამცველი და მფარველი.

ადამიანები, რომლებიც ანუბისის გავლენის ქვეშ ევლინებიან ქვეყანას, განსაკუთრებული იუმორისა და ოპტიმიზმის დონით არიან დაჯილდოებულნი. მათ აქვთ ძალა, ნებისმიერი სირთულის პრობლემაზე მოახერხონ ხუმრობა და იუმორით შეხედონ ზოგადად თავს დატეხილ სირთულეებს. თუმცაღა, ძალზე ხშირად ისინი შავი იუმორის დიდოსტატები უფრო არიან, ვიდრე მხიარული ხუმარები. ამ ადამიანებს ე.წ. “ბუს ტიპის” ინდივიდები განეკუთვნებიან, მათ უმრავლესობას დღისით ძილი და ღამით მუშაობა ურჩევნია. ნაკლებად არიან მიდრეკილნი ხმაურიანი გართობისკენ და განმარტოებით ყოფნა ურჩევნიათ მუდმივ კომუნიკაციას ხალხთან. სამსახურეობრივი კუთხით ისეთ სფეროებში აღწევენ წარმატებას, სადაც მუშაობის დროს სრული თავისუფლება და მაქსიმალური იზოლაციაა შესაძლებელი. აქვთ კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები და ამას ზოგჯერ სხვებზე მანიპულაციის კუთხითაც ოსტატურად იყენებენ. ძლიერი და ხანგრძლივი სიყვარული იციან და თუ ვერ შეხვდნენ მონათესავე სულს, ხშირად მარტო დარჩენას ამჯობინებენ იმიჯისა და სტატუსის გამო დაოჯახებას.

გორი 1-7 მაისი, 20-30 აპრილი, 12-19 აგვისტო

ეგვიპტელები მას ფარაონთა მფარველის, სიყვარულის, ცის ღმერთად მიიჩნევდნენ. გორი შევარდნისთავიანი ფიგურის სახით შეგხვდებით ეგვიპტურ მანუსკრიპტებზე. ეგვიპტელებს მიაჩნდათ რომ მას გამჭოლ ხედვის (რენტგენული ხედვა) უნარი გააჩნდა.
გორის მფარველობით დაბადებული ადამიანები, უზომოდ მდიდარი ფანტაზიის უნარით არიან დაჯილდოებულნი. ამიტომ მათთვის საუკეთესოა შემოქმედებითი სარბიელი. ამ ხალხისგან კარგი ბიოლოგები, ზოოლოგები ან კინოლოგებიც გამოდიან. მათი უნიკალურობაც სწორედ ამ კუთხით ვლინდება, რომ სხვებზე უკეთ ესმით ცხოველების ენა და ზოგადად ფლორა და ფაუნა მათთვის მშობლიური წიაღია. შესაბამისად ოთხფეხა მეგობრები ამ ხალხს სიხარულით ემორჩილებიან.
ამ ადამიანებს გამორჩეული სიცოცხლისუნარიანობა, სიხალისე და ოპტიმიზმი ახასიათებთ. ჯანსაღი პრაგმატიზმი გააჩნიათ ხასიათში, ამიტომ მიზანს ყოველთვის რეალურს ისახავენ და ღრუბლებში ფრენაც ნაკლებად ახასიათებთ. უზომოდ მშრომელი, მოწესრიგებული ხალხია. აქვთ უნარი თავი ნებისმიერი სირთულის დავალებას გაართვან. მოსწონთ რისკი და ექსტრემალური გართობა. ასევე გააჩნიათ მაღალი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა. თუმცა მიდრეკილნი არიან დესპოტიზმისკენ, გამომდინარე იქედან, რომ ქვეცნობიერად ყველას და ყველაფრის კონტროლის მოთხოვნილება აქვთ გარშემო. ეს კი ხშირად ხდება მათთვის უახლოეს გარემოცვასთან კამათის მიზეზი.

ტოტი – 1-19 აპრილი, 8-17 ნოემბერი

ეს ღმერთი ეგვიპტელებს “ვერბალური მაგიის” ქურუმად მიაჩნდათ. ტოტი მწიგნობრობის, მეტყველების კულტურის დ მენტალური კომუნიკაციის “კურატორი” იყო მათთვის. იგი ოსირისის მრჩეველი გახლდათ. ორატორული ხელოვნების ღმერთი. მას მიაწერდნენ ღმერთების ჟამთააღმწერის სტატუსს. მიაჩნდათ, რომ იგი ასევე ფლობდა დროში გადაადგილების ნიჭს და გააჩნდა ვარსკვლავთმრიცხველისა და მკურნალის მონაცემები.

ადამიანები, რომელთაც ტოტის მმართველობაში უწევთ დაბადება, გამოირჩევიან დეტალებისადმი უზომო ყურადღებიანობით, კრიტიკული ანალიზისა და დაკვირვების უნარით. გასაოცარი ლოგიკური აზროვნებით და ჰიპნოზის ნიჭით. მათი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ერთდროულად პრაგმატულებიც არიან და ინტუიტიურებიც. რის ხარჯზეც ყოველთვის ახერხებენ ნებისმიერის დარწმუნებას და გადმობირებას. ამიტომ როცა ტოტის მმრართველობაში მყოფი თვალებში გიყურებთ მისთვის უარის თქმა ფაქტობრივად შეუძლებელია. მათგან შესანიშნავი ფსიქოლოგები, ექსტრასენსები, ასტროლოგები და მედიუმები გამოდიან. როგორც პარტნიორი ტოტი ძალზე კომფორტულია, მას აქვს ნიჭი პარტნიორს თავი საჭიროდ და ერთადერთად აგრძნობინოს, რის ხარჯზეც ეს უკანასკნელი ვერ ან ძალიან გვიან ამჩნევს მის ნაკლოვანებებს.

ოსირისი – 1-10 მარტი, 27 ნოემრები – 18 დეკემბერი

ოსირისი ეგვიპტური პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან საიმისოდ, რომ ერთპიროვნული მმართველობა მოეპოვებინა, საკუთარ ძმასთან სეტოსთან ბრძოლაში გაიმარჯვა, თუმცა სეტოსმა საბოლოოდ მისი მუხანათური მკვლელობა მაინც მოახერხა. რომ არა ცოლი და და ისიდა, ოსირისი ვერ აღდგებოდა მკვდრეთით. მისი სახით ეგვიპტელები ტრანსფორმაციის, გარდასახვის კულტს განსახიერებდნენ. იგი ითვლებოდა “მკვდართა მეუფედ” და იმქვეყნიური სამყაროს მმართველად. მას ავედრებდნენ გარდაცვლილთა ბედს და სამართლიანად განსჯას.

ადამიანი, რომელიც ოსირისის მფარველობის ქვეშ ევლინება ქვეყანას, ოპერატიულობითა და ორგანიზატორის ნიჭითაა გამორჩეული. მას აქვს კარგი ინტუიცია და ადამიანების გამჭოლ ხედვის უნარი. ოსირისები არიან ძალიან ცნობისმოყვარეები და გამოირჩევიან მაძიებლური გონებით. მათი უმრავლესობას აქვს საკუთარი თავის უზომოდ დიდი რწმენა და გამბედაობა. უყვართ ფათერაკი და რისკი. თუმცა პერიოდულად იმაზე მეტს იღებენ საკუთარ თავზე ვიდრე ფიზიკურად გააჩნიათ ამის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი კი მათში სასიცოცხლო ძალების დისბალანსს და გამოფიტვას იწვევს. რაც საბოლოო ჯამში ოსირისისთვის მსუბუქი დეპრესიით ან უგუნებობით ხასიათდება.

მნიშვნელოვანი დეტალი ხასიათში – ხშირად მეგობრობა ამ ხალხისთვის სიყვარულზე და პირად გრძნობებზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამასთან ერთად, ზედმეტი იდეალიზმის გამო ისინი ამაოდ დაეძებენ ქიმერას, რეალურად კი ის რაც აბედნიერებთ მათ გვერდითაა.

ისიდა – 11-31 მარტი 18-29 ოქტომბერი, 19-31 დეკემბერი.

ისიდა ძველ ეგვიპტელებს ქალურობის, დედობის სიმბოლოდ ჰყავდათ გაიგივებული. იგი ოსირისის მეუღლე იყო. ითვლებოდა ჩვილებისა და მეზღვაურების მფარველად.
ისიდა თავგანწირვის სიმბოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც მან მკვდრეთით გააცოცხლა მტრებისგან მოკლული ქმარი – ოსირისი. ისიდას ძირითადი ღირსება ხომ სწორედ ესაა – უსაზღვრო და თავგანწირული სიყვარულის უნარი.
ისიდას გავლენით დაბადებული ადამიანები ამქვეყნად სხვების დასახმარებლად, სითბოსა და სიკეთის გასაცემად მოდიან. ამასთან ერთად, ამ ხალხმა ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებისგან.
ამ ადამიანებს განსაკუთრებული დამცავი აურა გააჩნიათ. შესაბამისად, ყველა სიბინძურე და ნეგატიური ადამიანი თავისთავად იბლოკება მათკენ მიმავალ გზაზე ცხოვრებაში. ისიდას მფარველობაში მყოფნი ამბიციურები არიან, თუმცა კაცთმოყვარეობა და კომუნიკაბელურობა ამ თვისების დარეგულირებაში ეხმარება მათ. ენერგიულებს და კრეატიულებს, მუდამ გააჩნიათ ცხოვრების დატვირთული რიტმი და გრაფიკი. მათ იშვიათად ახასიათებთ ცრურწმენები და გარშემო მყოფთა სოციალური დაყოფის ჩვევა.
ბუნებით რეფორმატორები და ექსპერიმენტატორები არიან. უყვართ და სწამთ ადამიანების, მაშინაც კი, როცა ღალატის სიმწარე აქვთ გადატანილი. ამ ხალხს ხანგრძლივად და ერთგულად სიყვარული შეუძლია. თუმცა ისინი იმდენად იდეალისტურად აღიქვამენ სიყვარულს, რომ თუკი ერთხელ გაუცრუვდათ არჩევანში გული, სამომავლოდ მარტოობას ამჯობინებენ საერთოდ.

გები ანუ შუ – 12-29 თებერვალი, 20-31 აგვისტო

ეგვიპტელები მას მიწის, ნაყოფიერების, ერთიანობისა და სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩევდნენ. “ბატისთავიანი” ღმერთი, რომელიც წითელი პარიკით გამოსახებოდა, აშკარად გამოირჩევა ეგვიპტურ პანთეონში საკუთარი ვიზუალით. იმავეს თქმა შეიძლება ადამიანებზე, ვინც გების მფარველობის პერიოდში მოევლინა ქვეყანას. მათგან შესანიშნავი მრჩევლები, კონსულტანტები, ფსიქოლოგები და პედიატრები გამოდიან. ეს არის კეთილი, გულისხმიერი და გამგებიანი ადამიანი. მათ აქვთ უნიკალური ძალა – გარშემო ყველა და ყველაფერი რეგენერაციის (განკურნება-აღდგენის) პრინციპს დაუმორჩილონ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ თავად არიან შინაგანად დალაგებული და გაწონასწორებული.

ამ ხალხს ხშირად ფლეგმატიკებად მიიჩნევენ გარშემო მყოფები. ბევრი მათგანი შეიძლება ითქვას, რომ სიტყვაძუნწი და ჩაკეტილიც კია. თუმცა სწორედ ეს “განდეგილობა” აძლევს გებს იმის ძალას, რომ დაგროვილი სულიერ-ენერგეტიკული პოტენციალი გარშემო მყოფთა კეთილდღეობას მოახმაროს.

იგი არაჩვეულებრივი მსმენელი, გულის მესაიდუმლე და მრჩეველია. შესაბამისად, ბევრი ადამიანი ანდობს მას მნიშვნელოვან ინფორმაციას და საიდუმლოებებს.
გების ცხოვრებაში სიყვარულს მეორეხარისხოვანი როლი უკავია. იგი ეძებს ადამიანს, რომელიც მას ემოციურად და მენტალურად დაუდგება გვერდით. თუმცა, პირადი ურთიერთობების გამო, ადამიანების დახმარებასა და თანადგომაზე უარს გები არასოდეს იტყვის.

მაატი – 22-31 იანვარი, 8-22 სექტემბერი

ქალღმერთი მაატი ეგვიპტელებს მკაცრი დედა-დედოფლის, სამართლიანობის დამცველის სიმბოლოდ ჰყავდათ გაიგივებული. იგი თავზე ორმაგი გვირგვინით გამოისახებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ორსახოვნება იყო გაერთიანებული. მაატი სამართლიანობის სიმბოლო იყო. ობიექტური, მკაცრი სიმართლის სიმბოლო.
ადამიანები, რომელთა დაბადების თარიღსაც მაატი შეესაბამება, განსაკუთრებული სტაბილურობითა და ფსიქიკის სიმყარით გამოირჩევიან. ისინი თვითკრიტიკულები და მომთხოვნები არიან, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ამ ადამიანებს ძლიერი ემოციურობა ახასიათებთ, რის გამოც ხშირად საკმარისზე მეტად განიცდიან უმნიშვნელო ცხოვრებისეულ წვრილმანებს. თუმცა, მათ აქვთ ასევე იმის უნარი, რომ ეს განცდები გარეგნულად ნაკლებად შეიმჩნიონ. ისინი არცთუ იშვიათად განიცდიან მოთხოვნილებას პერიოდული თვითიზოლაციისკენ და ეს სავსებით მისაღებია. ასეთ პერიოდებში (კითხვის, მედიტაციის, ლოცვის დროს) მათი ენერგეტიკა მაღლდება და იწმინდება.
სიყვარულს ამ ხალხის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. სწორედ ეს გრძნობა აიძულებს მაატის გავლენით დაბადებულ ადამიანს შინაგან შიშებსა და ფობიებზე მაღლა დააყენოს თავი და ფაქტობრივად მთები გადაადგილოს სიყვარულის სახელით. მათი გრძნობები კი პარტნიორის მიმართ ჭეშმარიტად ძლიერი, გულწრფელი და ხანგრძლივია.

ამონ რა 8-21 იანვარი, 1- 11 თებერვალი.

ისინი მზის კულტის წარმომადგენლები არიან. ლიდერი, სულით მამაცი და გულუხვი ხალხია. დაჯილდოებულნი არიან გამოუსწორებელი ოპტიმიზმით, უყვართ ცხოვრება ნებისმიერი გამოვლინებით. ამონ რას სიმბოლოს ქვეშ ხელოვანი და შემოქმედებითი პიროვნებები ერთიანდებიან. მათ შორის ბევრ ცნობილ მუსიკოსს, მხატვარს, მსახიობს ან შოუბიზნესის ვარსკვლავს ვხვდებით.
დაჯილდოებულნი არიან განსაკუთრებული ქარიზმით, რის ხაჯზეც ადვილად იმსახურებენ ადამიანთა სიმპათიებს. ამიტომ ბედი პოლიტიკაშიც სწყალობთ. მათ გააჩნიათ ლიდერის აურა, თუმცა დიქტატორული მიდრეკილებებისგან აბსოლუტურად შორს არიან. კარგი დიპლომატიური უნარები გააჩნიათ. თუმცა ხშირად უჭირთ პირადი ბედნიერების პოვნა, იმიტომ რომ მათი უმეტესობა აქტიური საზოგადო ცხოვრებით ცხოვრობს და ცდილობს გარშემო მყოფებისთვის იყოს სასარგებლო.

ნილოსი 1-7 იანვარი 19-28 ივნისი, 1-7 სექტემბერი, 18-26 ნოემბერი.

ექსპანსიური, ამბიციური, საოცრად ენერგიული და არაპროგნოზირებადი ინდივიდი ხართ. მაქსიმალისტური დამოკიდებულება გაგაჩნიათ ცხოვრების მიმართ. ადამიანებს ან ძალიან უყვარხართ, ან აშკარა ანთიპათიას გამოხატავენ თქვენდამი. თქვენნაირი ადამიანი ვერ ეგუება რუტინას, შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურს აჯობებს კერძო ბიზნესი არჩიოთ. პირად ცხოვრებაში კი სასურველია გვიან გადაწყვიტოთ დაოჯახება, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში ერთი პარტნიორი ვერ დააკმაყოფილებს თქვენს ფართო თვალსაწიერს.
მნიშვნელოვანი დეტალიშესაძლოა მედიუმის შესაძლებლობები, ბიოდენები და მსგავსი ტიპის უნარები აღმოაჩინოთ საკუთარ თავში.

კომენტარები

სხვა სიახლეები