“გამოიჩინეთ თანაგრძნობა, დაეხმარეთ სხვებს, რადგან საუკეთესო დღეა ქველმოქმედებისთვის” – მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 13 თებერვლის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:
“გამოიჩინეთ თანაგრძნობა, დაეხმარეთ სხვებს, რადგან საუკეთესო დღეა ქველმოქმედებისთვის. არაა გამორიცხული მოგიწიოთ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, ციტრუსის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. მიირთვით ხილი, მოთუშული კომბოსტო და ზღვის პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი, საფირონი და გეაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს”, – აცხადებს ასტროლოგი.