2019 წელი იწურება, თუმცა არსებობს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც დეკემბრის ბოლოს უდიდესი ფინანსური წარმატება ელით:
ვერძი
ვერძების ფინანსების სახლში განთავსებული ვენერა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობის შედეგად დიდ შემოსავალს ჰპირდება. ვერძებს თანხები მომგებიანი თანამშრომლობის შემდეგ ელოდება. მაგრამ ფულის ხარჯვის მხრივ დეკემბერში მათ მეტი თავშეკავება მართებთ, რადგან დიდია რისკი, რომ იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე გამოიმუშავეთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს ფინანსური ჯილდოს იმედი შეიძლება ჰქონდეთ დეკემბერში. მზე და იუპიტერი საკმაოდ ახლოს იქნებიან. და რადგანაც მზე კირჩხიბის ფულის სახლს მართავს, თვე, ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. შესაძლებელია დამატებითი შემოსავალი ახლობლებისგან. მაგრამ გაითვალისწინეთ – არ აიღოთ კრედიტი ამ თვეში.
ლომი
ლომებს დეკემბერში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებით, თანხების გამომუშავების კარგი შანსი აქვთ. ასევე, დამატებითი შემოსავალია მოსალოდნელი მეუღლის ან საყვარელი ჰობის მეშვეობით. ამავე დროს, იფრთხილეთ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება.