“დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც სოლიდური შემოსავლის მაუწყებელი გახდება” – მიხეილ ცაგარელი

13 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზსა და დღის მნიშვნელოვან მოვლენებზე, ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „ფორტუნასთან“ ისაუბრა:

მეტი დრო დაუთმეთ უფროსი თაობის ნათესავებთან ურთიერთობას. მოერიდეთ კონფლიქტებს და სტრესულ სიტუაციებს, სულსწრაფ მოქმედებას და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ მწარე და ცხარე საკვების, მაიონეზის და კეტჩუპის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. კარგი დღეა პროთეზირებისა და კბილების სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ამეთვისტო, რაუხტოპაზი, ოპალი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც სოლიდური შემოსავლის მაუწყებელი გახდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები