„არც თიკა და ზუკა ყოფილან შეყვარებულები და არც მე და ზუკას გვქონია არანაირი ურთიერთობა” – სკანდალი გრძელდება 

მომღერალი ია ტომაში თიკა ჯამბურიას პასუხობს. როგორც მომღერალმა ჟურნალ თბილისელებთან საუბრისას განაცხადა მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია თიკა ჯამბურიას შეყვარებულთან და არც მათი დაშორების მიზეზი არ გამხდარა:
„დღემდე მირეკავენ და მეკითხებიან, რა პასუხს გასცემ თიკასო. საკუთარი ენით, შუამავლის გარეშე, მარტივია ადამიანთან საუბარი, მაგრამ სულელთან რომ რამის მტკიცებას დაიწყებ, თავადაც სულელი გამოდიხარ…“

როგორც ია აღნიშნავს, თიკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ზუკასა და ტომაშს რაიმე ურთიერთობა ჰქონდათ, სრული სიცრუეა:

„არც თიკა და ზუკა ყოფილან შეყვარებულები და არც მე და ზუკას გვქონია არანაირი ურთიერთობა. თიკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვეულებრივი ცილისწამებაა. ზუკა თიკასგან გავიცანი, ეს მართალია. ერთადერთხელ ვნახე ერთად, რაღაცაზე „ღადაობდნენ“, მაგრამ მერე მე და ზუკას არანაირი ურთიერთობა არ გვქონია…“

მომღერალი ამბობს, რომ თიკამ მას და მის ოჯახს წარწერით „აქ ცხოვრობს ბოზი“, რომელიც სახლთან დაუწერა, დიდი ფსიქოოლოგიური ტრავმა მიაყენა. მომღერალი ჩივილს არ აპირებს და არც თიკასთან რაიმე სახის კომუნიკაციას. ია ტომაში ამჟამად გათხოვილია, – „მე და ჩეს მეუღლეს ურთიერთობა ტყუილზე რ აგვიგია“, აღნიშნავს მომღერალი.

შგახსენებთ, რომ თიკა ჯამბურიამ გადაცემა “ფარულ კონვერტში” სტუმრობისას  განაცხადა, რომ სწორედ ია ტომაშმა დაანგრია მისი და ზუკას ურთიერთობა, ამის შემდეგ კი გაბრაზებულმა მომღერალმა ტომაშის სახლთან დაწერა, “აქ ცხოვრობს ბოზი”.

გადაცემა იხილეთ ბმულზე:http://plus.kvira.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები